|
2016-06-17 19:41:52, 1117 ნახვა
რეგიონი
სურამში საკურორტო ზონასთან არსებული 600 მეტრიანი საგზაო მონაკვეთის მოასფალტება მიმდინარეობს
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში 9 აპრილის ქუჩის მიმდინარე გზის ასფალტირების სამუშაოები გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ, გუბერნატორის მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა და ხაშურის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა მოინახულეს. შიდა ქართლის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით დაბა სურამში საკურორტო ზონაში დაიგება 650 მეტრი სიგრძის ასფალტ – ბეტონის საფარი. მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად 1000 მაცხოვრებელს გაუადვილდება გადაადგილება, რომლებსაც დაემატება არაპირდაპირი ბენეფიციარები როგორც ტურისტების სახით, ისე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები. ამასთანავე, განიტვირთება საგზაო მოძრაობა და გალამაზდება დაბის იერსახე. პროექტის ფარგლებში სამუშაოების დასრულება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისში. გზის ასფალტირების სამუშაოებს ასრულებს შპს „გეკა“. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 489 000 ლარს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)