2016-06-17 14:22:32, 1346 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანელი პარლამენტარი ჯო კოქსი მოკლეს
მოკლულია დიდი ბრიტანეთის პარლამეტის წევრი. შემთხვევა გუშინ, დასავლეთ იორკშირში მოხდა. 41 წლის პარლამენტარს ჯო კოქსს თავს ქუჩაში დაესხნენ.
დეპუტატი ცეცხლსასროლი იარაღით და დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ის თავდამსხმელმა ადგილზე მიატოვა, თუმცა, ცოტა ხანში პოლიციამ ეჭვმიტანილი, 52 წლის ტომი ვეირი დააკავა.
"ლეიბორისტული პარტიის" წევრი ჯო კოქსი, თემთა პალატის წევრად 2015 წელს აირჩიეს. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან