07:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 13:49:41, 665 ნახვა

პოლიტიკა
NDI: საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამი მთავარი გამოწვევის დაძლევაზე იქნება დამოკიდებული

NDI-ის დელეგაციის წევრების განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება  სამი მთავარი გამოწვევის დაძლევაზე იქნება დამოკიდებული: შესაძლო ძალადობა და დაშინება, უნდობლობა კანონის მიუკერძოებლად აღსრულებასთან დაკავშირებით და აღქმა, რომ გარკვეულ პირებს კულისებს მიღმა პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. 

NDI-მ ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას, პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს  აღნიშნული საკითხების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები შესთავაზა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდესთან, კანდიდატების დებატებთან, კანონის სამართლიანი და თანმიმდევრული გამოყენების საჭიროებასთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევის ინკლუზიური და გამჭვურვალე პროცესის  საჭიროებასთან, ქალი კანდიდატების მოზიდვასტან და გადამზადებასთან დაკავშირებით. 

„საქართველოს მოქალაქეების იმედებისა და მოლოდინების გასამართლებლად წარმომადგენლობითი, ანგარიშვალდებული, ეფექტური და რეფორმებზე ორიენტირებული საკანონმდებლო ორგანოს არცევა უმნიშვნელოვანესია. ქვეყნის ლიდერები უნდა იყვნენ სამაგალითონი და საარჩევნო პროცესის სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარების ამოცანა საკუთარ ინტერესებზე მარლა უნდა დააყენონ“,-განაცხადეს NDI-ის დელეგაციის წევრებმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics