07:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 12:33:53, 541 ნახვა

პოლიტიკა
Washington Post: „ოცნების“ პოპულარობა იკლებს, დასავლეთისადმი იმედგაცრუება კი იზრდება, რაც რუსეთს აწყობს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის MAP-ის მიცემის საკითხს დეკემბერში განიხილავს, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Washington Post ანონიმურობის დაცვით ნატო-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით  წერს.

როგორც მედია საშუალება მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ.

“ნატო-ს ბევრი წევრი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას. არსებობს შეთანხმება, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება დეკემბერში იმისთვის, რომ ვარშავის სამიტის წინ თავიდან ავიცილოთ დებატები”, -  განაცხადა ნატო-ს მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, არ არსებობს იმის გარანტია, რომ საქართველო დეკემბერში MAP-ს მიიღებს.

მედიის ინფორმაციით, 8-9 ივლისს დაგეგმილ ვარშავის სამიტის დღის წესრიგით საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ დგას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს  ნატო-ში გაწევრიანების მომხრე ქვეყნები უკმაყოფილოები არიან იმ ფაქტით, რომ ვარშავის სამიტზე მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი ოფიციალურად გახდება. ამასთან, ამ ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონეა, საქართველოსთან შედარებით ნატო-ს მისიებში მინიმალური წვლილი შეაქვს და თბილისს განხორციელებული თავდაცვის სტრუქტურული რეფორმების დონით ბევრად ჩამორჩება.

Washington Post-ის ცნობით, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებისა და ალიანსში გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგეები გერმანია და საფრანგეთი არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენს.

როგორც მედია საშუალება წერს, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას შედეგები მოჰყვება. ამასთან, გერმანია და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ საქართველო დაუცველია. მათი აზრით, ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომზე არ წავა.

ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აღნიშნული პოზიციის გამო იმედგაცრუებულია. გარდა ამისა, თინა ხიდაშელი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ცდილობს საქართველო ნატო-ში გააწევრიანოს. ამასთან, ასეთი პოზიცია გულისხმობს, რომ რუსეთს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ კურსზე ვეტოს დადება შეუძლია.

“ზედმეტად ბევრი საუბარია რუსეთზე. უფრო მეტად ადარდებთ, რას ამბობს და რას ფიქრობს რუსეთი, და ძალიან ცოტას ფიქრობენ, რა სურს ნატო-ს. საქმე ეხება ნატო-ს შესაძლებლობას, შეასრულოს საქართველოსთვის მიცემული დაპირება წევრობის შესახებ”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა ინტერვიუში.

“2008 წლის მარტში რუმინეთში, ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე საფრანგეთმა და გერმანიამ უარი თქვეს საქართველოსთვის MAP-ის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა ალიანსმა არ გამორიცხა, რომ საქართველო რაღაც ეტაპზე შეუერთდება ნატო-ს. ხუთი თვის შემდეგ, რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ამან ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანას გაუჩინა კითხვა, შეიკავებდა თუ არა კრემლი თავს, საქართველოსთვის MAP-ი რომ მიენიჭებინათ ან ალიანსში მოეწვიათ”, - წერს Washington Post.

ამერიკული გამოცემა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზეც წერს და აღნიშნავს, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაბლოკეს იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიამ განაცახდა, რომ საქართველო ყველა პირობას აკმაყოფილებს.

Washington Post-ი წერს, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების წინააღმდეგია პოლონელი დეპუტატი იაცეკ სარიუშ-ვოლსკიც, რომელიც „ქართულ ოცნებას“ „ფუნდამენტალური უფლებების ფეხქვეშ გათელვაში“ ადანაშაულებს. ვოლსკი აცხადებს, რომ „ოცნება“ ქართულ მედიაზე უზარმაზარ ზეწოლას ახდენს და ამის მაგალითად „რუსთავი-2“-ის საქმე მოჰყავს.

„ნამდვილად, ბევრი ანალიტიკოსი ადასტურებს, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მინისტრებისთვის ვენდეტა აქვს გამოცხადებული“, - წერს გამოცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პოპულარობა იკლებს, დასავლეთისადმი იმედგაცრუება კი იზრდება, რაც რუსეთს აწყობს.

„საქართველოში პრორუსული ძალები, პოლიტიკური პარტიები, ოლიგარქები და რუსული მედია ეუბნებიან ქართველებს, რომ დასავლეთმა მათ უაღალატა. ამის გზავნილი კი ერთია: უკეთესია, მიმართულება შევცვალოთ“, - წერს Washington Post-ი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics