07:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 09:06:46, 608 ნახვა

პოლიტიკა
შტაინმაიერი: გერმანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესს მთელი გულით მხარს უჭერს

"მე ძალიან ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთან მიმართებაში“,-ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა  საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვალტერ შტაინმაიერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა დავალება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

„მე მესმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა სურთ, მას შემდეგ რაც ის სავალდებულო ნაბიჯები, რასაც ევროკავშირი საქართველოდან ელოდა, საქართველომ შეასრულა. მე მტკიცედ მჯერა და ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, მე მტკიცედ მჯერა, რომ  ჩვენ ამ საკითხების გადაწყვეტა შეგვიძლია და ჩვენი ორივე ქვეყნის ხალხისთვის სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ მანამდე ვფიქრობ, რომ საჭიროა ჩვენი სიმტკიცე, გულმოდგინე შრომა და ერთად დადგომა. ამის გამოხატულებაა ბოლო 2-3 კვირის ჩვენი ინტენსიური დიალოგი, რაც თავის მხრივ ჩვენი ახლო, კონსტრუქციული ურთიერთბების გაგრძელებაა და მიზნად ისახავს არსებული საკითხების გადაჭრის გზების პოვნას. გერმანიისა და საქართველოს ერთად დგომის გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ დღეს ერთად ვზეიმობთ საქართველოს ნაციონალურ დღესასწაულს,"-აღნიშნა ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერმა.

შტაინმაიერის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25-ე წლისთავზე, ევროპასთან დაახლოების კუთხით, საქართველომ  შეძლო და განახორციელა ძალიან ამბიციური რეფორმები.

"მე ვფიქრობ, რომ საქართველოს და ქართველებს შეუძლიათ იამაყონ, არა მხოლოდ  დამოუკიდებლობით, არამედ ქართულ ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. ასევე იმ შედეგით, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზე ევროპასთან დაახლოებისა და თანამშრომლობის კუთხით იქნა მიღწეული, და ასევე ძალიან ამბიციური შიდა რეფორმებით რომელიც საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში განახორციელა. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო გიორგი, მინდა გითხრათ, რომ გერმანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესსა და თანამშრომლობას მომავალშიც მთელი გულით დაუჭერს მხარს. ისევე როგორც, და ჩვენ ამაზე დღეს შეხვედრის დროსაც ვისაუბრეთ, რასაკვირველია მხარს ვუჭერთ არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რასაკვირველია დღევანდელი შეხვედრის დროს ჩვენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ კონფლიქტებზეც ვისაუბრეთ,"-განაცხადა ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერმა.

მისივე თქმით, ქართულ-გერმანული ურთიერთობები ძალიან მყარ ფუნდამენტზე დგას, რაც აუცილებელია იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რის წინაშეც დგას ორივე ქვეყანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics