13:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 22:27:53, 1126 ნახვა

მსოფლიო
გაერომ ISIS-ის მიერ იეზიდთა წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები გენოციდად აღიარა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ქმედებები სირიასა და ერაყში მცხოვრებ ეთნიკურ იეზიდებთან მიმართებაში გენოციდად აღიარა.

როგორც "New York Times" იუწყება, გაეროს სპეციალური კომისიის ანგარიშში საუბარია იეზიდ მამაკაცებზე, რომლებსაც იმის გამო, რომ ისლამის მიღებაზე უარს ამბობდნენ, ხშირ შემთხვევებში ოჯახების თვალწინ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები თავში სროლით ან ყელის გამოჭრით კლავდნენ. გაეროს ინფორმაციით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ათასობით მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელთა კვლევაც ჯერ კიდევ გრძელდება.

მოხსენებაში ასევე საუბარია იეზიდების მიმართ ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა სექსუალური მონობა, წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და სხვ. კომისიის დასკვნით, ყველა ეს ქმედებები იეზიდების, როგორც ეთნოსის განადგურებას ემსახურებოდა.

კომისიის ინფორმაციით, 3200-ზე მეტი იეზიდი ქალი ჯერ კიდევ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ტყვეობაშია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics