07:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 18:36:50, 647 ნახვა

პოლიტიკა
მერკელი კვირიკაშვილზე: მეგობარი და კარგი პარტნიორი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინშია; მერკელი: მეგობარი და კარგი პარტნიორი, - ამ სათაურით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საკუთარ ვებ-გვერდზე მასალა გამოაქვეყნა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კანცლერს გერმანიის საქართველოსადმი ძლიერი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „გერმანულ-ქართული ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში ახალ საფეხურზე ავიდა“.

"გერმანიას და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება სურთ, განაცხადა ანგელა მერკელმა ფედერალურ კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ამასთანავე, კანცლერი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესის დაჩქარების სურვილს გამოთქვამს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბერლინში შემდგარი ოფიციალური შეხვედრის დროს ანგელა მერკელმა ძალიან ინტენსიურ გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.

"ჩვენი დღევანდელი საუბარი ძირითადად განსაზღვრული იყო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებით",  - განაცხადა ანგელა მერკელმა.

სტატიაში ცალკე ქვესათაურად არის გამოყოფილი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თემა.

„მერკელმა საქართველოში ეკონომიკის სფეროში განვითარებული მოვლენები და ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული რეფორმები შეაქო და აღნიშნა, რომ „ეს კარგი საფუძველი იქნება გერმანულ საწარმოებთან კონტაქტების კიდევ უფრო გასაღრმავებლად", - ნათქვამია სტატიაში.

ანგელა მერკელმა ისიც განაცხადა, რომ გერმანიაში ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული, რაოდენ დიდ პროგრესს მიაღწია საქართველომ, განსაკუთრებით კი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გამჭვირვალეობის კუთხით“, - ნათქვამია სტატიაში, სადაც  მოყვანილის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები გერმანულ-ქართული ეკონომიკური ფორუმის შესახებ - „ფორუმში მონაწილეობას 150 ფირმა და საწარმო იღებდა. ეს არის იმის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მჭიდრო ხდება“.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოში 300-მდე გერმანული საწარმო მოქმედებს.

„მე ვფიქრობ, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია და მისი სრულად გამოყენება უნდა მოხდეს“. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics