2016-06-16 17:57:43, 587 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძე: ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხი, ამ ეტაპზე არ განიხილება
ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხი, ამ ეტაპზე არ განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკატერინე მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე გეგმავს, თუ არა პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის შეწყალებას, მიშველაძემ აღნიშნა, რომ "ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება".
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საკთხი 14 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამასთან, საქართველოს მთავრობას 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან