|
2015-02-28 11:50:01, 343 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: ბორის ნემცოვის მკვლელობა მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის გამოწვევა უნდა იყოს
„ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობა, ეს არ არის ერთი ადამიანის, ან თუნდაც ერთი ქვეყნის ტრაგედია“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებაშია აღნიშნული. „მინდა "თავისუფალი დემოკრატების" სახელით მივუსამძიმრო მის ოჯახს და რუსეთის საზოგადოებას, რომლისთვისაც მისი ბრძოლა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მაგალითის მიმცემი იყო. სამწუხაროდ, დღევანდელი რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო კლავენ. ბორის ნემცოვის მკვლელობა გამოწვევა უნდა იყოს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის“, - აცხადებს ირაკლი ალასანია. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. მას ექსვი ტყვია ესროლეს. ოპოზიციონერი ადგილზე გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)