2016-06-16 14:38:30, 659 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის გამგეობამ ძველ თბილისში ისტორიული შენობის გამაგრება დაიწყო
კრწანისის გამგეობამ ძველ თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის კაპიტალური გამაგრება დაიწყო.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, გომის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ძველი თბილისური სახლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გამაგრდება სახლის კონსტრუქციული ელემენტები, მოეწყობა დრენაჟი.
სამუშოები წლის ბოლომდე დასრულდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან