მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის შარჟი ლადო გუდიაშვილის შესრულებით. ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება", 1917 წლის იანვარი, #8.

" />
18:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 14:33:01, 668 ნახვა

საზოგადოება
კვირის დოკუმენტი- „ომი, რომ გათავდეს კიდეც, ჩემი იუბილე არ გათავდება!.."

 მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის შარჟი ლადო გუდიაშვილის შესრულებით. ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება", 1917 წლის იანვარი, #8.

 ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 50 წლის იუბილე 1913 წელს შესრულდა, ხოლო სასცენო მოღვაწეობიდან 30 წელი - 1916 წელს. თეატრალური საზოგადოება გამოჩენილი მსახიობის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავდა. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი და მხატვარმა შარჟში ეს ორი თემა იუმორით დააკავშირა.

 1863 წელს დაბადებულმა ელისაბედ ჩერქეზიშვილმა სასცენო მოღვაწეობა 1886 წელს ქართულ დრამატულ თეატრში დაიწყო, მანამდე, 1884 წლიდან, გამოდიოდა სოფლის სცენისმოყვარულთა წარმოდგენებში. თამაშობდა კომედიურ როლებს. მისი განსახიერებულია : სარა, ხანუმა (ა. ცაგარელის ,,ხანუმა"), ელისაბედი (რ. ერისთავის ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), ანა ანდრეევნა (გოგოლის ,,რევიზორი").

20-იან წლებში მოღვაწეობა გააგრძელა რუსთაველის თეატრში, 1932 წლიდან კი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. შექმნილი აქვს როლები: ნუნუ (ზ. ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში"), ხორეშანი (შ. დადიანის ,,ჩატეხილი ხიდი"), მაკრინე (ლ. არდაზიანის ,,სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"). 1921 წლიდან  იღებენ კინოში. განსახიერებული აქვს: ხანუმა (,,ხანუმა"), მაკარის დედა („ქეთო და კოტე"), ექიმბაში („ვინ არის დამნაშავე"), არსენას დედა („არსენა ჯორჯიაშვილი"), მაგდანა („ორი მონადირე").

ლადო გუდიაშვილი 1914-1917 წლებში ჟურნალთან „თეატრი და ცხოვრება" თანამშრომლობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics