06:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 13:24:30, 601 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება: ნატოს ძალების ევრპიდან საქართველოში გადმოსროლა სოხუმსა და ცხინვალში შეშფოთებას იწვევს

რუსეთის საგარეო უწყება 14-15 ივნისს ჟენევაში, სამხრეთ კავკასიის შესახებ გამართული საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრის საერთო ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა 7 ივნისს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართული პროექტის მიხედვით მიღებულმა რეზოლუციამ, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, რომელიც შედგენილია უკიდურესად პოლიტიზირებული და რეალობის შეუსაბამო ფაქტებით.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით გამოთქვეს მკვეთრი პროტესტი და მოითხოვეს, ჟენევის დღის წესრიგიდან ამოღებული ყოფილიყო მუხლი ლტოლვილების შესახებ. მათ უარი განაცხადეს განხილულიყო ეს თემა, მანამ, სანამ ქართული მხარე არ შეწყვეტს საკუთარი უაზრო დოკუმენტების წარდგენას ნიუ-იორკისთვის, ლტოლვილების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის.

გამოთქმული იქნა მწუხარება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. ეს არ უწყობს ხელს ჟენევასა და ნიუ-იორკში ობიექტურ და კონსტრუქციულ მუშაობას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, დისკუსიის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთლიანობაში რეგიონში სიტუაცია სტაბილურია. 

"მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დისკუსიის მონაწილეები მიესალმებიან აფხაზეთის ქალაქ გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის აღდგენას, 19 მაისს საქართველო-აფხაზეთის საზღვრის რაიონში მომხდარი ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაიღუპა საქართველოს მოქალაქე და გამოითქვა იმედი, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს ნაციონალური კანონმდებობის შესაბამისად და გამოძიების შედეგებს აცნობებს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის მონაწილეებს

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს ქართული მხარის მიერ პროვოკაციური პრაქტიკის გამო. კერძოდ, საუბარია სასაზღვრო ნიშნების დაზიანებაზე, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ასევე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული სამართალდამცველი ორგანოების  თანამშრომლების შეღწევის გამო",  - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, სერიოზული შეშფოთება იქნა გამოთქმული ნატოს წვრთნებთან დაკავშირებით საქართველოში, კერძოდ კი, "Noble Partner 2016"-ის სწავლებასთან დაკავშირებით.

"რიგი ქართველი პოლიტიკოსების სამხედრო განცხადებების ფონზე, ალიანსის ძალების ევროპიდან საქართველოში ოპერატიული გადმოსროლა, მათ შორის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების, სოხუმსა და ცხინვალში შეშფოთების საგნად იქცა", - წერს რუსეთის საგარეო უწყება.

განცხადების მიხედვით, ამასთან დაკავშირებით, თბილისის უარი ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთო განცხადების მიღებაზე, აღქმული იყო, როგორც არაკოსნტრუქციული მიდგომა მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი თემისადმი.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics