|
2016-06-16 09:48:36, 606 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ღირებული ინფორმაცია არ გააჩნდათ
2016 წლის 15 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი შედგა. ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მოლაპარაკებებს ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობდნენ და საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მონაწილეები ესწრებოდნენ. მოლაპარაკებებში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე,როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე შედგა განხილვა,ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დარბაზი დატოვეს. ეს კიდევ ერთხელ მათ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისადა ჰუმანიტარული თემების ისევე, როგორც ზოგადად, მოლაპარაკების პრინციპების მიმართ უსვამს ხაზს. მონაწილეებმა საქართველოდან ორივე სამუშაო ჯგუფში 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საკითხი მწვავედ დააყენეს. ქართულმა მხარემ მონაწილეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა მკვლელობის ფაქტზე და კატეგორიულად მოითხოვა დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება, რასაც თანათავმჯდომარეებმა და დანარჩენმა მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს. სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ღირებული ინფორმაცია არ გააჩნიათ. მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 6 ივლისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საქმეში მეტ სიცხადეს შეიტანს. პირველ სამუშაო ჯგუფში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, მათ შორის, მილიტარიზაციის, უკანონო სამხედროწვრთნებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესები დეტალურად განიხილეს. ამ ფონზე ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისაკენ მოუწოდა და საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთხელ აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების მკაფიო დადასტურება მოითხოვა, რაც ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით უნდა იყოს გარანტირებული. ქართულმა მხარემ ორივე სამუშაო ჯგუფში განსაკუთრებული ყურადღება საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის" აღმნიშვნელი ნიშნებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებას დაუთმო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს. მწვავე დისკუსია ასევე ე.წ. „საზღვრის" უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და გატაცების შემთხვევებზე შედგა. მონაწილეებმა საქართველოდან საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა მოითხოვეს, რისი აუცილებლობაც კიდევ ერთხელ ე.წ. „მესაზღვრეების" მიერ საოკუპაციო ხაზთან ჩადენილმა მკვლელობამ დაადასტურა. მეორე სამუშაო ჯგუფში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული მდგომარეობა განიხილეს. ხანგრძლივი დისკუსიის საგანს აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემა წარმოადგენდა. ქართულმა მხარემ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე საკითხის მოსაგვარებლად ქმედითი ზომების გატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მონაწილეებმა საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრეს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საკითხის ტრადიციულ პოლიტიზებას, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღების საბაბით ჰქონდა ადგილი. აღსანიშნავია, რომ თანამოდერატორებმა ისევე, როგორც აშშ-ს წარმომადგენლებმა დევნილთა დაბრუნების შესახებ არსებითი განხილვის აუცილებლობას ხაზი გაუსვეს. 13 ივნისს საინფორმაციო სესია კომუნიკაციისა და ტრანსპარენტულობის მექანიზმებზე გაიმართა ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2016 წლის 4-5 ოქტომბერს გაიმართება.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)