|
2016-06-15 23:34:44, 567 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი სახელმწიფოს, რომელშიც უმცირესობებს აქვთ უფლება, შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა, რელიგია და ენა
ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ქვეყნის როლი რეგიონში, გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა-აღნიშნულ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ფრიდრიხ ებერტის" ფონდში გამართულ საჯარო გამოსვლაში ისაუბრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი გააცნო და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. "საქართველოს არჩევანი, გაჰყვეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, შეუქცევადია. საქართველოს ისტორია, თავისი არსით, ევროპულია ისევე, როგორც საქართველოს მომავალი. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ამ ხედვას და ჩვენს მიერ არჩეულ გეზს. წელს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს, ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით. მეორე მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ წინ კიდევ დიდი მუშაობა გველის"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები, მიმდინარეობს პოლიციის დეპოლიტიზაცია, პროკურატურა ახორციელებს გამოძიებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოქმედებს დამნაშავეთა წინააღმდეგ მიუხედავად მათი სოციალური სტატუსის ან პოლიტიკური შეხედულებისა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დაასახელა. "წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს, რაც გახდა კიდეც ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გააკეთა 2012 წლის შემოდგომაზე ჩვენმა ხალხმა არჩევანი ალტერნატივის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოლოდინი იყო დიდი იმისა, რომ ადამიანის უფლებები არამარტო მინიჭებული, არამედ გარანტირებულიც იქნებოდა ახალი მთავრობისა და მისი წარმომადგენლების მეშვეობით. ჩვენ კანონგარეშედ გამოვაცხადეთ დისკრიმინაცია კანის ფერის, კულტურული, ეროვნული და რელიგიური კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე; ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი სახელმწიფოს, რომელშიც უმცირესობებს აქვთ უფლება, შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა, რელიგია და ენა, ასევე იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და ისარგებლონ ყველა სოციალური, საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობებით,"-აღნიშნა პრემიერმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ელოდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგს. "ჩვენ გვსურს, რომ 2016 წლის არჩევნები ამ დრომდე საქართველოში ჩატარებულ მსგავს ღონისძიებებს შორის ყველაზე გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს, ასევე მიეცეს მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ ძალას. მე პირადად გიწვევთ თქვენ არჩევნების შედეგების აღნიშვნის ღონისძიებაზე დასასწრებად. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ის პირველ რიგში, დემოკრატიის გამარჯვების ნიშანი იქნება,"-განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებზე და შეხვედრის მონაწილეებს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. "პირველ რიგში, გეგმა ითვალისწინებს: ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებულ რეფორმებს, რომელიც მოიცავს საგადასახადო ტვირთის შემცირებას; საგანმანათლებლო სისტემის რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და უმაღლესი განათლების იმგვარად ორგანიზებას, რომ კონკრეტული სფეროს სპეციალისტთა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი დამყარდეს; ინფრასტრუქტურული სერვისების განვითარებას, რათა შეიქმნას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნები. ჩვენ მიზნად ვისახავთ გამოვიყენოთ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზის ქვეყნის პოტენციალი, ასევე არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები ტურიზმის სფეროში; ღია მმართველობა - სხვა საკითხებს შორის, ჩვენ ვგეგმავთ კერძო სექტორის საკანონმდებლო პროცესებში ჩართვასა და საჯარო სერვისის მიწოდების შემდგომ გაუმჯობესებას და მოდერნიზებას,"-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა "ფრიდრიხ ებერტის" უძველეს პოლიტიკურ ფონდს მოწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია დარჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე და საიმედო მხარდამჭერად.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)