17:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 18:23:48, 689 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია 2016 წლის„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 
„თბილისობა 2016“-ის აღნიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი მერიაში მიმდინარე წლის 15 ივლისამდე მიიღება.

„თბილისობა 2016“-ის აღნიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი  (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 15 ივლისამდე მიიღება. შემოსული განაცხადები სადღესასწაულო ღონისძიების საერთო კონცეფციასთან შესაბამისობაში განიხილება.

დაინტერესებულ პირებს განაცხადების შემოტანა შეუძლიათ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე.
მისაღები წინადადებების ავტორებს მერიის შესაბამისი სამსახურები თავად დაუკავშირდებიან.

15 ივლისის შემდეგ, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით შემოსული განაცხადებები აღარ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის  ცხელ ხაზს 2 378 549," - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics