06:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 17:05:56, 777 ნახვა

პოლიტიკა
2017 წელი საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერამანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო–გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო.

მხარეებმა  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა მისთვის დაკისრებული ყველა ამოცანა, რაც ევროკომისიამ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღიარა. გამოითქვა იმედი, რომ ევროკომისიის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც უკვე განიხილება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, უახლოეს მომავალში დადებითი გადაწყვეტილება მოჰყვება. 

შეხვედრაზე ისაუბრეს  რეგიონული უსაფრთხოების თემაზე და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებს და რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება ეუთო-ს როლის ზრდას და მეტ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

გიორგი კვირიკაშვილმა და ანგელა მერკელმა იმსჯელეს საქართველოსა და გერმანიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მჭიდრო დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობები განავითარა საქართველოსთან.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა  გერმანიის კანცლერს ოფიციალური მოწვევისთვის და ხაზი გაუსვა გერმანიასთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ფასდაუდებელია დახმარება, რომელსაც  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წლებია უწევს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სხვადასხვა სფეროს განვითარების მიზნით.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოუთმენლად ელის სადამკვირვებლო მისიას. გამოითქვა იმედი, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან  გარემოში ჩაივლის.

შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა  ორი ქვეყნის საგარეო უწყების გადაწყვეტილებას, რომ  2017 წელი საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics