|
2016-06-15 15:19:10, 756 ნახვა
პოლიტიკა
მანუჩარ მაჩაიძე ადასტურებს, რომ ინაშვილსა და თარხან-მოურავს პარტიული სიის ფორმირების საკითხზე დაუპირისპირდა
„პატრიოტთა ალიანსის“ უკვე ყოფილი წევრი მანუჩარ მაჩაიძე აღიარებს, რომ პარტიასთან უთანხმოება საარჩევნო სიასთან დაკავშირებით მოუვიდა. ამბობს, რომ სხვა საკითხზეც ჰქონდათ დაპირისპირება, თუმცა რაზე ამას არ აკონკრეტებს. როგორც მაჩაიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, აზრთა სხვადასხვაობა პარტიის დასახელებასთან დაკავშირებითაც მოუვიდა. ვეტერანი ფეხბურთელი სახელის დასახელებაში თარხან-მოურავისა და ინაშვილის ჩართვასაც აპროტესტებს. „პარტიულ სიაზე აქცენტი არ გამიკეთებია. სხვა რამეზე გვქონდა უთანხმოება. ამაზე ახლა არ დავიწყებ კომენტარების კეთებას და დაპირისპირებაში არ შევალ. მაგრამ რატომ არ უდა ვყოფილიყავი სიაში? ეგენი რა ჩემზე გამოცდილი პოლიტიკოსები არიან? ეგენი გუშინ შემოვიდნენ პოლიტიკაში, მე კი პოლიტიკაში საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ჩართული ვარ. ჩემი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობას შევწირე. თარხან-მოურავი და ინაშვილი რას წარმოადგენენ?! ჯერ პარტიის დასახელება ნახეთ „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. ამით ეტყობათ ვინ არიან. პარტიის დასახელებიდან ჩანს რა ადამიანები არიან ეგენი, ამბიციური ადამიანები არიან. პარტიის დასახელებაზეც გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა. პარტიის სახელწოდებაში თარხან-მოურავის სახელი რომ ჩაამატეს ეს ავიტანე, მერე ირმა ინაშვილიც ჩაამატეს. ეს უკვე ძალიან ზედმეტი იყო. რაც შეეხება იმას, ინაშვილი რომ იძახის რამიშვილი ვანო მერაბიშვილის მეგობარი არ არისო, ესეც გაირკვევა. გამოვიდა დღეს რამიშვილი და თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარიაო და მთელი ქება-დიდება იყო მის მიმართ“, - აცხადებს მანუჩარ მაჩაიძე. მან ჯერ არ იცის გაწევრიანდება თუ არა სხვა რომელიმე პარტიაში, თუმცა პოლიტიკაში დარჩენას გეგმავს. „საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ქართველი ერი გადაშენების წინაშეა. მე ყველანაირად ვეცდები პარლამენტის წევრი გავხდე და საქართველოს გადასარჩენად იქიდან ვიბრძოლო. თუ პარლამენტში ვერ მოვხვდები, ჩემი ქვეყნისთვის პარლამენტის გარედან - ქუჩიდანაც ვიბრძოლებ. ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ისიც რომ რომელიმე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამოუკიდებლად გავხდე. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არც ერთ პარტიასთან არ მაქვს, თუმცა შესაძლებელია უახლოეს პერიოდში დავიწყო. ვისთან, ამას ჯერ ვერ გეტყვით“, - განუცხადა მანუჩარ მაჩაიძემ „ექსპრესნიუსს“. ცნობისთვის, დღეს მანუჩარ მაჩაიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, თბილისის საკრებულოში მუშაობას კი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. როგორც მან განაცხადა მისთვის მიუღებელია პარტიულ სიაში იყოს „რუსთავი 2“-ის ტელე-წამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკოლოზ რამიშვილი. მაჩაიძის განცხადებას, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა. ინაშვილის თქმით, მაჩაიძემ პარტია იმის გამო დატოვა, რომ პარტიული სიის ხუთეულში ვერ მოხვდა. „ვწუხვარ, რომ ამ თემაზე მიწევს საუბარი. ბატონი მანუჩარ მაჩაიძის დღევანდელი განცხადება, უბრალოდ, უზნეობაა. მანუჩარ მაჩაიძემ ჩვენი პარტია დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვუთხარით საპარლამენტო სიის ხუთეულზე. მოგეხსენებათ, ბატონი მანუჩარი თბილისის საკრებულოს წევრია. მას საკრებულოში კიდევ 1 წლის სამუშაო აქვს და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საპარლამენტო სიაში ის ამჯერად არც მეხუთე ნომერი უნდა ყოფილიყო და საერთოდაც არ უნდა მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, ანუ უნდა დარჩენილიყო საკრებულოში. მანუჩარ მაჩაიძე გაბრაზდა და პარტია დატოვა. მისი საუბარი "მერაბიშვილის მეგობრებზე", უბრალოდ, სამარცხვინოა და აბსურდია. ამასთან, ჯერ ჩვენი პარტიის საარჩევნო სია არ არსებობს. არც ათეულია განსაზღვრული და არც ხუთეული. ამ ეტაპზე მკაფიოდ მხოლოდ იმისი თქმა შეიძლება, რომ ნიკა რამიშვილი არანაირ სიაში არ არის. ძალიან ცუდია, როცა კაცი გუნდიდან მიდის და, შურისძიების მიზნით, აბსურდულ განცხადებას ავრცელებს. ცხოვრება 8 ოქტომბრის არჩევნებით არც იწყება და არც მთავრდება. სახეს თუ შევინარჩუნებთ, მხოლოდ წაადგება ადამიანურ ურთიერთობებსაც და ქვეყანასაც. სხვა კომენტარს არ თემაზე ამ გავაკეთებ. P.S. ნიკა რამიშვილი არც ვანო მერაბიშვილის მეგობარია და არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. არც არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)