|
2016-06-15 13:28:16, 3268 ნახვა
კულტურა
15,16,17 ივნისს თუმანიშვილის სახელობის თეატრი „დონ კიხოტის“ პრემიერა გაიმართება
15,16,17 ივნისს, 20:00 სთ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და შემოქმედებითი ლაბორატორია „არტლაბი“, წარმოგიდგენთ პრემიერას სპექტაკლისა. „დონ კიხოტი“.(მისტერია თოჯინებისათვის) სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. რეჟისორი და მუსიკის ავტორი – გიორგი აფხაზავა, მხატვარი – ნინო კიტია, განათება და მულტიმედია – გიორგი წყაროველი, თოჯინების ოსტატები – ირინე ყველიაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ნადეჟდა აფხაზავა, ანიმატორები: გიორგი ხარაიშვილი, არჩილ კაპანაძე, ნატალია მოლაშვილი, ანასტასია ურიდია, ანანო დოლიძე, მერი ბეროშვილი, ნატა ბიჭიკაშვილი, თამთა ჩუმაშვილი. როლებს ახმოვანებენ : მარი კიტია, ელდარ ფუთკარაძე და გიორგი იარაჯული. რეჟისორის ხედვა : „...ეს სიმართლე, ჩემს სიგიჟეზე უფრო დამღუპველია... „ „...ბევრის შეშლილი ვგონივარ, და ამის დასტურია ჩვენის თავგადასავლებზე თხრობილი ამბებია, მაგრამ ღირს კი არა ამაზე ფიქრი, როდესაც სამყაროს ისე, როგორც არასდროს ჭირდება მოხეტიალე რაინდები!...“ „...ადამიანი უნდა იბრძოდეს, ადამიანს უნდა სწამდეს, ადამიანი არ უნდა ეგუებოდეს და ღებულობდეს ცხოვრებას ისეთად, როგორიცაა!..“ ეს მხოლოდ ამონარიდებია მისტერიიდან ტოჯინებისათვის. სიტყვებით ახსნა ან მცდელობა გააგებინო სათქმელი, რომელსაც ეს პერსონაჟი ატარებს კი შეუძლებელია. ეს ნაწარმოები ბევრად უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს, დონ კიხოტ ლამანჩელი - მწუხარე სახის რაინდი - ადამიანი თუ დამძიმებულ სხეულში დამწყვდეული მისტიური ენერგიის გროვა, გიჟი, თუ სალოსი?..
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)