20:18 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 11:43:02, 1049 ნახვა

პოლიტიკა
მანუჩარ მაჩაიძე „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს - ჩემთვის მიუღებელია, სიაში იყოს „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის მეუღლე

„ჩემთვის მიუღებელია, „პატრიოტთა ალიანსის“ სიაში იყოს „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის დიანა ჯოჯუას  მეუღლე ნიკოლოზ რამიშვილი“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“   ყოფილმა წევრმა მანუჩარ მაჩაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მაჩაიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მან დატოვა „პატრიოტთა ალიანსი“ და  საკრებულოში  მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების გადაწყვეტილება ორი დღის წინ სხვადასხვა მიზეზების გამო მივიღე. არჩევნების დროს ყველა პარტიაში არის აზრთა სხვადასხვაობა. უთანხმოება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მქონდა. ჩემთვის მიუღებელია, „პარტიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში იყოს „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის, დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკოლოზ რამიშვილი. მის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა, მე ამის წინააღმდეგი წავედი, სწორედ ეს გახდა „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების მიზეზი“, - აღნიშნა  მანუჩარ მაჩაიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics