10:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 10:53:15, 1249 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი ალ-ბაღდადის გარდაცვალებას არ ადასტურებს

პენტაგონი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალებას არ ადასტურებს, - ამის შესახებ Fox News პენტაგონის წარმომადგენელზე პოლკოვნიკ კრისტოფერ გარვერზე დაყრდნობით იუწყება.

გარვერის თქმით, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში არაერთხელ გავრცელებულა. აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ პენტაგონი გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს.

ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ დაჯგუფებასთან მიახლოებულმა სააგენტო Amaq-მა გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი სირიის ქალაქ რაქაში ამერიკული კოალიციის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ალ-ბაღდადი  “რამადანის მეხუთე დღეს გარდაიცვალა”.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics