2016-06-13 16:07:37, 880 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამოსცა.
დღემდე საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ორი ვიცე-პრემიერის თანამდებობა არსებობდა, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე იკავებდნენ. კახი კალაძე კვლავ ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე რჩება, ხოლო დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან