|
2016-06-13 16:05:00, 595 ნახვა
საზოგადოება
„ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“ - ზოოპარკში ფოტოგამოფენა გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დღეს ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“ გაიხსნა. ზოოპარკსა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით გამოწვეული ტრაგედიის დაძლევაში ქართული ჯარის მონაწილეობის თემაზე გადაღებული ფოტოები გამოიფინა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. „ტკივილით და სიამაყით სავსე დღეა. 13 ივნისი ძალიან დიდი ტრაგედია და, იმავდროულად, დიდი ერთგულების და ვაჟკაცობის გამოვლინება იყო. საქართველოს ყველა მოქალაქე დადგა იქ, სადაც უნდა დამდგარიყო. შეიარაღებული ძალებიც აკეთებდა იმას, რასაც ყოველთვის გააკეთებს, თუკი ქვეყანას დასჭირდება, სამხედრო მოსამსახურეები ყოველთვის იქნებიან ქვეყნის სამსახურში“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ფოტოგამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ბესიკ ლოლაძემ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტიქიის დროს საზოგადოების ერთსულოვნებაზე და სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო მოსამსახურეების განსაკუთრებულ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების დასასრულს, თბილისის მერის თხოვნით, სამხედროებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. სტიქიის ყველა ზონაში წარმოებულ სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედროები პირველივე დღიდან ჩაერთნენ. ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას სარდაფებისა და ეზოების გაწმენდაშიც ეხმარებოდნენ. სამხედროების მუშაობაზე 24-საათიან ვიდეოკონტროლს გენერალური შტაბის კრიზისების მართვის სპეციალური ცენტრი ახორციელებდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 2677-მა სამხედრო მოსამსახურემ ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრისგან მადლობის სიგელებიც მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)