|
2016-06-13 15:37:27, 1088 ნახვა
რეგიონი
ნუგზარ სურმანიძე ნახიჩევანელ კოლეგას შეხვდა
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე სამუშაო ვიზიტით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ნუგზარ სურმანიძემ შეხვედრა გამართა ნახიჩევანის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ჯავიდ საფაროვთან გამართა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკას ჯანდაცვის სფეროში 2012 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობა ასთმით დაავდებული ბავშვების სანატორიულ–კურორტულ მკურნალობას მოიცავს. 2012 წელს აჭარიდან ნახიჩევანში რეაბილიტაციის კურსი ოცმა ბავშვმა, 2014 წელს კი ოცდასამმა გაიარა. 2014 წელს აჭარამ ნახჭევანელ ბავშვებსაც უმასპინძლა. „ვიზიტის მიზანი წარმოადგენს იმ სიახლეების გაცნობა, რაც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ჯანდაცვის სფეროში გააჩნია. ჩვენ უკვე შევხვდით ნახიჩევანის ჯანდაცვის მინისტრს, გავეცანით ადგილობრივი კლინიკების, პოლიკლინიკების და რეაბილიტაციის ცენტრების საქმიანობას. ასევე განვიხილეთ ის პროექტები, რომელის ფარგლებშიც ვთანამშრომლობთ. ეს გახლავთ ბრონქული ასთმით დაავადებული ბავშვების გაცვლითი პროგრამა. ჩვენ მზად ვართ წინა წლების მსგავსად ბავშვები გამოვუშვათ ნახიჩევანის სარეაბილიტაციო ცენტრში. გარდა ამისა მზად ვართ სანაცვლოდ მივიღოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნახიჩევანელი ბავშვები, ისინი ბათუმში შესაბამის რეაბილიტაციის კურსს გაივლიან“, - განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 8 ივნისს ქ. ბათუმსა და ქ. ნახიჩევანს შორის თანამშრომლობისა და დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს მხარეებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების გააქტიურება წარმოადგენს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)