15:38 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 14:16:48, 798 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზიანებული ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი -განახლებული „ვითიბი არენა“ გაიხსნა

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად, დაზიანებული თბილისის მუნიციპალიტეტის ტანვარჯიშის  განვითარების სპორტული ცენტრის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

ცენტრის აღსადგენად „ვითიბი ბანკმა“  1 მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო.

აღნიშნული თანხით დაფინანსდა  შენობის სარემონტო სამუშაოები და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული  სამუშაოები და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული  ინვენტარის შეძენა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „ვითიბი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცენლიძემ აღნიშნა, „ვითიბი ბანკი“ 2014 წლიდან არის ფედერაციის გენერალური სპონსორი.

„თბილისში ერთი წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურა ტანვარჯიშის  ფედერაციის შენობა. „ვითიბი ბანკი“ 2014 წლიდან არის ფედერაციის გენერალური სპონსორი.  ამიტომაც გადავწყვიტეთ  გამოგვეხატა ჩვენი თანადგომა და სრულად დავაფინანსეთ აღდგენითი სამუშაოები და ახალი საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინვენტარის შეძენა. აღნიშნულ პროექტზე „ვითიბი ბანკი“-ის მიერ  1  მილიონ  200 ათასი ლარი გამოიყო. მოხარულები ვართ, რომ 1 წლის თავზე განახლებულ სპორტულ ცენტრში ათასამდე სპორტსმენს და მოზარდს ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცათ“,-განაცხადა კონცენლიძემ.

ცნობისთვის, „ვითინი ბანკი“ 2014 წლიდან არის საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის გენერალური სპონსორი. განახლებულ ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრს „ვითიბი არენა“ ეწოდა.

სპორტულ ცენტრში განთავსებულია მხატვრული და სპორტული ტანვარჯიშის დარბაზები. ცენტრი ყოველდღიურად ათასამდე ბენეფიციარს ემსახურება, აქედან უფასო მომსახურებით 57 სოციალურად დაუცველი მოზარდი სარგებლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics