|
2016-06-13 13:23:45, 755 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ორლანდოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ორლანდოს გეი-კლუბში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „შოკირებული ვარ ტრაგიკული მოვლენების გამო, რომელიც ორლანდოში, ფლორიდის შტატში მოხდა. ვუთანაგრძნობ დაღუპულების ოჯახებს“, - წერს გიორგი მარგველაშვილი twitter-ში. შეგახსენებთ, ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოში შეიაღარებული თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი ადამიანი კი, დაჭრილია. 29 წლის ავღანელი (რომელიც აშშ-ის მოქალაქეა) ომარ მატინი სპეცნაზმმა შტურმის დროს ადგილზევე მოკლა. ორლანდოს ტრაგედია აშშ-ის ისტორიაში, მსხევრპლის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე ფართომასშტაბიან შეიარაღებულ თავდასხმად იქცა. მომხდარს იმავე დღეს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამა. მან მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. "მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დასაწყის სტადიაშია, ჩვენ საკმარისი ინფორმაცია უკვე გვაქვს იმისთვის, რომ ვთქვათ, ეს იყო ტერორისტული აქტი, ეს იყო სიძულვილის აქტი", - განაცხადა პრეზიდენტმა. ობამამ გასცა განკარგულება, სასწრაფო წესით იქნას გამოძიებული, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი მატინს ექსტრემისტებთან. ომარ მატინის მამამ ინტერვიუ მისცა ტელეარხ NBC-ს. მისი თქმით, თავდასხმა არ იყო დაკავშირებული მისი შვილის რელიგიურ კუთვნილებასთან და ეს იყო მისი შეუწყნარებლობის გამოხატულება გეების მიმართ. მისივე განცხადებით, ის ისევე შეძრულია მომხდარი ამბით, როგორც მთელი ქვეყანა და მან, შვილის საქციელის გამო, ბოდიში მოიხადა. NBC-ის ცნობით, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მატინიმ დარეკა უსაფრთხოების სამსახურში და "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ მისი ერგულების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით სააგენტო AMAK-ის მეშვეობით ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას "ისლამური სახელმწიფო" იღებს. წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის საღამოს გეი-კლუბში 300 ადამიანი იყო შეკრებილი. თვითმხილველების ინფორმაციით, თავსამსხმელმა ცეცხლი ადგილობრივი დროით, ღამის 2 საათზე გახსნა. ინციდენტის შემსწრე ადამიანთა ნაწილი კლუბის საგრიმიოროში დაიმალა და იქედან ტვიტერზე დაიწყეს მომხდარის შესახებ ინფორმაციის განთავსება.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)