|
2016-06-13 12:45:47, 1510 ნახვა
მსოფლიო
მამაკაცმა, რომელმაც ორლანდოს გეი-კლუბში 50 ადამიანი მოკლა FBI-ს ყურადღება 2013 წელსაც მიიქცია
აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ დაადასტურა, რომ ქალაქ ორლანდოს გეი-კლუბში შეჭრილი შეიარაღებული პირი ომარ მატინი მათი ყურადღების ქვეშ, ჯერ კიდევ 2013 წელს მოექცა. "FBI-იმ მატინს ყურადღება ჯერ კიდევ 2013 წელს მიაქცია, როდესაც მან უხეში გამონათქვამები გამოიყენა საკუთარი კოლეგების მიმართ და აღნიშნა, რომ მას თითქოს, რაღაც კავშირი ჰქონდა ტერორისტებთან", - განაცხადა ბიუროს აგენტმა რონალდ ჰოპერმა. მისივე თქმით, მაშინ საგამოძიებო სტრუქტურამ დაკითხა თვითმხილველები, გადაამოწმა ეჭვმიტანილის ჩანაწერენი, აიყვანა მამაკაცი თვალთვალის ქვეშ და ის ორჯერ დაკითხა კიდეც, თუმცა, მისი კავშირი ექსტრემისტებთან ვერ დამტკიცდა და საქმეც დაიხურა. ჰოპერის განცხადებით, მეორედ მატინი აშშ-ში დაბადებულ თვითმკვლელ ტერორისტთან აბუ სალაჰთან შესაძლო კავშირის გამო დაიკითხა, თუმცა, მაშინ საგამოძიებო უწყებამ დაასკვნა, რომ მატინი არავისთვის წარმოადგენდა საფრთხეს. FBI-ის გაორმაგებული ყურადღების მიუხედავად, მატინმა იარაღის შეძენა-ტარების უფლება მაინც მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოში შეიაღარებული თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი ადამიანი კი, დაჭრილია. 29 წლის ავღანელი (რომელიც აშშ-ის მოქალაქეა) ომარ მატინი სპეცნაზმმა შტურმის დროს ადგილზევე მოკლა. ორლანდოს ტრაგედია აშშ-ის ისტორიაში, მსხევრპლის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე ფართომასშტაბიან შეიარაღებულ თავდასხმად იქცა. მომხდარს იმავე დღეს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამა. მან მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. "მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დასაწყის სტადიაშია, ჩვენ საკმარისი ინფორმაცია უკვე გვაქვს იმისთვის, რომ ვთქვათ, ეს იყო ტერორისტული აქტი, ეს იყო სიძულვილის აქტი", - განაცხადა პრეზიდენტმა. ობამამ გასცა განკარგულება, სასწრაფო წესით იქნას გამოძიებული, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი მატინს ექსტრემისტებთან. ომარ მატინის მამამ ინტერვიუ მისცა ტელეარხ NBC-ს. მისი თქმით, თავდასხმა არ იყო დაკავშირებული მისი შვილის რელიგიურ კუთვნილებასთან და ეს იყო მისი შეუწყნარებლობის გამოხატულება გეების მიმართ. მისივე განცხადებით, ის ისევე შეძრულია მომხდარი ამბით, როგორც მთელი ქვეყანა და მან, შვილის საქციელის გამო, ბოდიში მოიხადა. NBC-ის ცნობით, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მატინიმ დარეკა უსაფრთხოების სამსახურში და "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ მისი ერგულების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით სააგენტო AMAK-ის მეშვეობით ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას "ისლამური სახელმწიფო" იღებს.
წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის საღამოს გეი-კლუბში 300 ადამიანი იყო შეკრებილი. თვითმხილველების ინფორმაციით, თავსამსხმელმა ცეცხლი ადგილობრივი დროით, ღამის 2 საათზე გახსნა. ინციდენტის შემსწრე ადამიანთა ნაწილი კლუბის საგრიმიოროში დაიმალა და იქედან ტვიტერზე დაიწყეს მომხდარის შესახებ ინფორმაციის განთავსება.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)