|
2016-06-13 11:17:52, 680 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური კომპანია შეიქმნება, რომელიც „check in Georgia"-ს მსგავსი პროგრამის დაგეგმვაში მიიღებს მონაწილეობას
მთავრობა სპეციალური კომპანიის შექმნას გეგმას, რომელიც მომავალი წლისთვის „check in Georgia"-ს მსგავსი პროგრამის დაგეგმვაშიმიიღებს მონაწილეობას. როგოორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი იქნება. პრემიერის განმარტებით, კომპანიაში არსებულ სამეთვალყურეო საბჭოში წამყვანი ტურისტული და სხვა სექტორის წარმომადგენლები შევლენ: "გრძელდება პროექი "check in Georgia". ეს არ არის მხოლოდ ერთი, ან ორი პოპულარული შემსრულებელი. ეს არის მთელი რიგი შემსრულებლების, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი შემსრულებლების მიერ გამართული წარმოდგენები, მაგრამ ეს უფრო არის ტურიზმის წახალისების კუთხით, რაც პირდაპირ არის მიმართული ჩვენი თანამოქალაქეების და საქართველოში არსებული შემოსავლების ზრდისკენ. მინდა ინვესტორებს ვუთხრა, რომ ის, რასაც თქვენ ხედავთ საქართველოში, ანუ სასტუმროების უპრტეცედენტო დატვირთულობა, არ იქნება ერთჯერადი და მინდა, მოგიწოდოთ, ინვესტიციები შეუსაბამეთ სწორედ ამ დატვირთვას, რომელიც წელს არის საქართველოში და კიდევ უფრო გაიზრდება ეს დატვირთვა. მინდა დავადასტურო, რომ ასეთი წახალისება ტურიზმის და ადგილობრივი ბიზნესის გაგრძელდება, უფრო მეტიც, ვგეგმავთ სპეციალური ერთეული კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი, სადაც სამეთვალყურეო საბჭოში შეყვანილი იქნებიან წამყვანი ტურისტული და სხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ანაოლოგიური პროგრამის მომავალი წლისთვის დაგეგმვაში. შედგება კალენდარი, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ასეთი დატვირთვა. ეს დატვირთვა გაიზარდება, ამის გარანტიას ვიძლევით. კარგად ჩატარდა განვლილი კონცერტები. ბათუმმა მართლაც უპრეცედენტო მოზღვავება ნახა ტურიზმის, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო სექტორის მხრიდან ცოტა მეტი დახმარებაა საჭირო კერძო სექტორზე, ეს ეხება როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე აჭარას, ვინაიდან კერძო სექტორი არ აღმოჩნდა მთლიანად მზად ასეთი ტიპის დატვირთვის ზრდისთვის და ალბათ, მომავალში გასათვალისწინებელი იქნება, რომ უკეთესი კოორდინაცია იქნება საჭირო, ეს უფრო ეკონომიკურ ბლოკს ეხება და არა კულტურის სამინისტროს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)