|
2016-06-13 10:04:42, 561 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი 13 ივნისზე: მაინცდამაინც მსგავსი უბედურება უნდა დაგვემართოს, რომ ასეთი ერთიანობის გრძნობა იყოს ერში?!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2015 წლის 13 ივნისის სტიქიას გამოეხმაურა. პრემიერმა სტიქიის დღეებში საზოგადოების კონსოლიდაცია გაიხსენა და მას ისტორიული უწოდა.თუმცა, გიორგი კვირიკაშვილმა ისურვა, ასეთი ერთიანობის გრძნობა ერში სხვა დღეებშიც იყოს: „დღეს არის 1 წლის თავი იმ ტრაგედიიდან, შარშან 13 ივნისს მოგეხსენებათ სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, 2 ადამიანი კიდევ დაკარგულად ირიცხება და მართლაც, შემაძრწუნებელია თითოეული წუთის გახსენება, რაც ხდებოდა ჩვენს დედაქალაქში შარშან, თუმცა, ნამდვილად გვანუგეშებს გახსენება იმ კონსოლიდაციის და იმ გადარჩენილი სიცოცხლეების, რაც მართლაც ადამიანების სიცოცხლის გაწირვის შედეგად მოხერხდა. ასევე ჩვენი ახალგაზრდობის კონსოლიდაცია, რომელიც მართლაც და ისტორიული იყო იმ დღეებში, მადლობის თქმაც კი უადგილოა, უბრალოდ აღფრთოვანება უნდა გამოვხატოთ, იმ ახალგაზრდა თაობის თითოეული წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც სტიქიის შედეგებნის ლიკვიდაციაში მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობა. თუმცა, როდესაც ასეთ მოვლენებს იხსენებ, როგორიც არის 13 ივნისი, 9 აპრილი, სულ ეს კითხვა გიჩნდება ადამიანს, მაინცდამაინც ასეთი უბედურება უნდა დაგვემართოს, რომ ადამიანებს უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი და ასეთი ერთიანობის გრძნობა იყოს ერში?! თუმცა, მაინც ნამდვილად გამამხნევებელია ყველა ჩვენთაგანისთვის იმ კონსოლიდაციის შეგრძნების გახსენებაც კი, ამ დღეს შარშან, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა სახლკარის გარეშე და 65 ოჯახს, საცხოვრისის შესაძენად მთავრობამ უკვე გამოუყო თანხა და ეს პროცესო დღესაც გძელდება, თუმცა, უმრავლესობა უკვე დაბინავებულია, და სარემონტო სამუშაობი ტარდება ასევე ძალიან ბევრი ადამიანის ბინაში. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო ზოოპარკის დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგენილი იქნა და სხვადასხვა ქვეყანამ გამოიჩინა კეთილი ნება და ცხოველები გადმოგვცეს. დღეს, ზოოპარკი ისევ ღიაა, როგორც ჩვენი დედაქალაქის, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მაცხოვრებელისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა დასკვნა იმ ზონების შესახებ, სადაც არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ცხოვრება, რაც მომავალში ასეთ მომავალში ასეთ რიკს აგვაცილებს, ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვანია”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)