14:09 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 14:33:09, 563 ნახვა

საზოგადოება
მდინარე ვერეს აუზში წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობებია დამონტაჟებული

თბილისის მერი დავით ნარმანია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, თამარ ბაგრატიასთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სიტემის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, მდინარე ვერეს აუზში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები დაამონტაჟეს. სისტემის მუშაობას ადგილზე გაეცნენ მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო  სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი.  

დავით ნარმანიას თქმით,  აღნიშნული სისტემის მონტაჟი  მნიშვნელოვანია  წყლის დონის მატებასთან დაკავშირებით დროული  შეტყობინების მიღებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით.

„მოწყობილობები საშუალებას მოგვცემს  ოპერატიულად მივიღოთ ინფორმაცია ნალექების რაოდენობისა და, შესაბამისად, მისი ზრდის შესახებ,  საჭიროების შეთხვევაში კი დროულად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია. გუშინწინ რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის დროს  ჩვენ გარემოს დაცვის სააგენტოდან ვიღებდით ინფორმაციას წყლის დონის მატებასთან დაკავშირებით ცვლილებებზე, საბედნიეროდ,  წვიმის გადაღების გამო  მოსახლეობის გაფრთხილება არ დაგვჭირდა. სისტემა იმუშავებს და  სათანადოდ გამოგვადგება.  პრევენციისთვის, ასევე, მონტაჟდება  ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები, მზადდება  მდ. ვერე კალაპოტის ფორმირების პროექტი, რომელიც   კალაპოტის მცირედ ცვლილებებსა და გამაგრებებს ითვალისწინებს. რაც მთავარია,  უშუალოდ დატბორვის ზონაში მოსახლეობა  აღარ ცხოვრობს,  ვინაიდან ყველა სახლი გამოვისყიდეთ და განვახორციელეთ მათი  დემონტაჟი.  მიღებული ზომების  გათვალისწინებით კი რისკის დონე პრაქტიკულად მინიმალურ დონეზეა დასული“, -განაცხადა დავით ნარმანიამ.

 სადამკვირვებლო ქსელიდან მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულ სააგენტოს ონლაინ რეჟიმში მიეწოდება, რაც მდ. ვერეს აუზში შესაძლო წყალმოვარდნების პროგნოზის ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს.

მოწყობილობები მდ.ვერეს აუზში, სვანიძის ქუჩაზე, ბაგებში, სოფელი დრეში ,ორბეთში, ვანათში და მანგლისშია დამონტაჟებული.

წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები თბილისის მერიისა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით იქნა შეძენილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics