03:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 13:41:14, 600 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ ”რუსთავის 2”-ის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მარკ ტონერის განცხადებით, „რუსთავი-2“ის საქმე სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და სასამართლოს გზით გადაწყდეს.

მისივე თქმით, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა დემოკრატიის ფუნდამენტად ითვლება და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოსთვის წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ტონერმა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, თავშეკავებულობა ურჩია.

„თქვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოზე საუბრობთ ?! იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სასამართლომ ”რუსთავის 2”-ის მფლობელებთან დაკავშირებით მიიღო. როგორც მე მივხვდი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა, რაც ფაქტობრივად, ”რუსთავი 2”-ის მოსარჩელე მხარისთვის გადაცემას გულისხმობს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი მუშაობას სააპელაციო პროცესის დასულებამდე განაგრძობს.

„ჩვენ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საკითხის გადაწყვეტა სასამართლო გზით განაგრძონ, რათა საქართველოს დემოკრატიული განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ“, - განაცხადა მარკ ტონერმა.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ტელეკომპანიის  ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.

ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის  წილის 100%  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა. კერძოდ,  რუსთავი 2-ის წილის 60% უშუალოდ  ქიბარ ხალვაშს, 40% კი, მის კუთვნილ კომპანია "პანორამას".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics