14:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 10:28:26, 1129 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო უნივერსიტეტში ტრენინგი - „კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხები“ გაიმართა

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მხარდაჭერითა და თანადგომით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  თსსუ-ის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და  უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ექიმთა გადამზადების ახალი პროგრამის - „კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხების“ ტრეინინგი შედგა.

აღნიშნული პროგრამა  ყველა სპეციალობის სერტიფიცირებული ექიმის გადამზადებას ითვალისწინებს კლინიკურ ფარმაკოლოგიასა და ფარმაკოთერაპიაში. მისი  მიზანი სამკურნალწამლო საშუალებების რაციონალური და უსაფრთხო გამოყენების საშუალებით, პაციენტზე ორიენტირებული, უვნებელი, ეფექტიანი მკურნალობის გზების განვითარებაა, რაც  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების თვალსაზრისით.

პროგრამას  თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  ლუიზა გაბუნია ხელმძღვანელობს. 

ტრენინგების დასასრულს  სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. დარგის აქტუალურობის გათვალისწინებით აღნიშნული  ტრენინგები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ჩატარდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics