14:59 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 22:03:53, 506 ნახვა

სპეციალური ანონსი
11 ივნისის სპეციალური ანონსი

11 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღონისძიებების - „ილიაუნი 10 წლისაა“ - ფარგლებში, ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) ეპილეფსიის ცენტრის დირექტორის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მერაბ კოკაიას, ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება. 
მის: გ. წერეთლის ქ. N1, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია

11 ივნისს, 11:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტეროტორიაზე „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ მხარდასაჭერად გაიმართება ველორბოლა სახსრების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად - „ყველაფერი ჩვენს ხელშია“.

11 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია მდინარე ვერეს აუზში წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობების (ადრეული გაფრთხილების სიტემის) მუშაობას ადგილზე გაეცნობიან.
მის.: სვანიძის ქუჩა
საკონტაქტო პირი ლანა ქარდავა - 577158572

11 ივნისს, 15:00 საათზე რაბათის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“ გაიხსნება. 
ფესტივალზე ავტობუსები უფასოდ მოემსახურება ფესტივალზე დასწრების მსურველებს. ავტობუსები ვარდების მოედნიდან ( რესპუბლიკის მოედანი) გავლენ. 
11 ივნისი - გასვლა-08:00 სთ - 01:00 სთ - ჩამოსვლა 
გასვლა-10:00 სთ - 01:00 სთ - ჩამოსვლა
12 ივნისი - გასვლა - 08:00 სთ – 23:00სთ - ჩამოსვლა

11 ივნისს, 17:00 საათზე, რაბათში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „Art Bridge” ორგანიზებით, Kavkaz Jazz Festival 2016 -ის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება. 

11 ივნისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება Forbes Georgia-ს ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, ელჩები, არასამთავრობო ორგანიზაციები, 60-ზე მეტი ბიზნესმენი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის, EBRD-ის და IMF-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.

11 ივნისს, 18:00 საათზე, ”ჩაიხანა” ევროპის სახლში დოკუმენტური ფილმის, ”მაიდანის ეფექტის” ჩვენებას გამართავს. 

11 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამომცემლობა „წყაროსთვალი“ აწყობს მაია ოთიაშვილის კრებულის „ია გოგოს სიმღერების“ პრეზენტაცია - საღამო/კონცერტს. 
მის: გუდიაშვილის ქ. #7, III კორპუსი
საკონტაქტო პირი ნანა ჯანჯიბუხაშვილი - 599 76 10 39

11 ივნისს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ სოლისტების, კამერული ორკესტრისა და გუნდის კონცერტი გაიმართება.

11 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს დამსახურებული არტისტის, „ღირსების ორდენის“ კავალერის, ლეგენდარული „სუხიშვილების“ ანსამბლის „ოქროს თაობის“ წარმომადგენლისა და ყოფილი სოლისტის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის, ამავე ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “ნართების“ სამხატვრო ხელმძღვანელის ომარ ხუბაევის სახელობითი ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტი გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics