14:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 19:59:47, 617 ნახვა

საზოგადოება
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17 მაისს დაკავებულ აქტივისტს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ დაუდასტურდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17 მაისს დაკავებულ აქტივისტს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ დაუდასტურდა.

2016 წლის 17 მაისს სტენსილების გაკეთებისთვის აქტივისტი მარი კურტანიძე დააკავეს, სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო წარწერის გაკეთებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით [შენობის იერსახის დამახინჯება] და 50 ლარით დააჯარიმა.

წინა სასამართლო სხდომაზე მარი კურტანიძემ განაცხადა, რომ პოლიციელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან არც იცოდა, რომ პირი, რომელიც მათ მისდევდა, პოლიციელი იყო. ამის დამადასტურებლად სასამართლოს ფოტო წარუდგინა, რომელზეც ასახულ პირს არ აცვია პოლიციის ფორმა.

სასამართლო 17 მაისის ღამეს დაკავებული 6 პირის საქმეს ცალკ-ცალკე იხილავს. ყველა მათგანს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე [იერსახის დამახინჯება] და 173 [პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა] მუხლების დარღვევაში ედებათ.

ცნობისთვის, 17 მაისის ღამეს პოლიციამ ანტიჰომოფობიური წარწერების გაკეთების მცდელობის გამო 10 პირი დააკავა, მათგან 7 საპატრიარქოს შენობასთან, 3 კი- პარლამენტის.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics