19:25 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 18:45:24, 1266 ნახვა

პოლიტიკა
ქართული სამხედრო შენაერთის საერთაშორისო სწავლებაზე წაუსვლელობის მიზეზებზე პრეზიდენტი ახსნა-განმარტებებს მოითხოვს

ქართული სამხედრო შენაერთის საერთაშორისო სწავლებაზე წაუსვლელობის მიზეზების შესახებ პრეზიდენტი უახლოეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, დეტალურ ახსნა-განმარტებებს მოითხოვს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონეთში დაგეგმილი წვრთნები იყო უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით.

„ჩვენ გვსრუს თქვენი ყურადღება შევაჩეროთ პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებაზე, სადაც მონაწილოება უნდა მიეღო ქართულ ქვედანაყოფს. სწავლება “ანაკონდა 2016“  6 ივნისს პოლონეთში ჩატარდა. მასში ნატო-ს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს, რაც არ მოხერხდა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი წვერთნები, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. წვერთნები ჩატარდა ვარშავაში - იქ, სადაც უნდა გაიმრთოს ნატო-ს სამიტი. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ქართული ასეულის ამ წვრთნებში მონაწილეობა”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მისივე თქმით, სამხედრო ძალების უმაღელსი მთავარსარდალი უახლოეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელისგან აუცილებლად მოითხოვს დეტალურ ახსნა-განმარტებებს ამ თემაზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics