|
2016-06-10 17:53:07, 904 ნახვა
პოლიტიკა
ევრო 2016 - ვის გულშემატკივრობენ ქართველი პოლიტიკოსები
დღეს ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. საფეხბურთო სამყაროს ყურადღება საფრანგეთისკენაა მიმართული. დღეს 23:00 საათიდან სტარტს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს. ევრო 2016-ს საფრანგეთი მასპინძლობს, გახსნითი მატჩშიც საფრანგეთი მიიღებსს მონაწილეობას. იგი პარიზში, „სტად დე-ფრანზე“ რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. „ექსპრესნიუსი“ დაინტერესდა, უყვართ თუ არა ქართველ პოლიტიკოსებს ფეხბურთი და ვის გულშემატკივრობენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მინი გამოკითხვაში ქალბატონმა პოლიტიკოსებმა მონაწილეობა თითქმის არ მიიღეს, მათ ფეხბურთი არ უყვართ. გთავაზობთ ქართველი პოლიტიკოსი გულშემატკივრების პოზიციებს: დავით კირკიტაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი: „მე საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებს ვგულშემატკივრობ , გუშინ კარგი დღე გვქონა ორივემ გაიმარჯვა, არგენტინამ კოპა ამერიკაზე ჩილე და საქართველომ კი იცით ესპანეთი დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატზე კარგ ფეხბურთს ვგულშემატკივრობ“. გივი თარგამაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი: „იტალიას ვგულშემატკივრობ, მთელი ცხოვრებაა იტალიის ქომაგი ვარ. ახლა საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არაა, არ ჰყავს ვარსკვლავური თავდამსხმელები. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ნახევარდაცვის მთავარი ფიგურები - ვერატი და მარკიზიო. დაცვა ტრადიციულად ძლიერია. თუ გავიხსენებთ, ასეთ მდგომარეობაში იტალიას ხშირად უმაღლესი შედეგებისთვისაც მიუღწევია. შანსი ყოველთვის არის და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. წინა ევროპის ჩემპიონატზე იტალია ფინალში გავიდა და იქ ესპანეთთან დამარცხდა“. სერგი კაპანაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი: „რთული არჩევანის წინაშე ვარ, რადგან საქართველო არაა. თუმცა, ამას მიჩვეული ვარ. ჩემი მთავარი გუნდი ევროპაში - ჰოლანდიაა, მაგრამ ეგეც არაა. ამიტომ, დარჩენილი გუნდებიდან ვგულშემატკივრობ პორტუგალიას ტექნიკური ფეხბურთის გამო და უკრაინას (გულწრფელი სიმპათიის გამო). და არ ვგულშემატკივრობ იტალიას, ესპანეთსა და ინგლისს. ბუნებრივია, არც რუსეთს“. ოთარ ჩრდილელი, „ქართული ოცნების“ წევრი: „ჩემთვის ფეხბურთი, გრძნობაა აღმატებულ ხარისხში. შვიდი წლის ვიყავი,1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნახევარფინალში 3-1-ს აგებდა გერმანია, ბოლოს დამატებით დროში გადავიდა მატჩი, საბოლოოდ გერმანიამ ის მატჩი მოიგო, მას შემდეგ მათი გულშემატკივარი ვარ. ამჟამად 41 წლის ვარ და 34 წელია, ამ ნაკრებს ვქომაგობ, ვიცი ყველაფერი ფეხბურთელების შესახებ, მაგრამ ყოველთვის უკმარისობის გრძნობა მაქვს და ვეძებ ინტერნეტში, მათ შესახებ ყველანაირ ,,ნიუსს,,. ევროზეც რა თქმა უნდა, გერმანიას ვგულშემატკივრობ, ეს ნაკრები ინგლისთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ნაკრებია. რა თქმა უნდა, უმძიმესი დანაკლისია მარკო როისის არ ყოფნა, ახლა კიდე ანტონიო რუდიგერი დაიმტვრა, თუმცა არიან ახალგაზრდები, რომლებისთვისაც პირველი მასშტაბური ტურნირია, ეს დებიუტანტებია კიმიხი, ტა, ვაიგლი, ჯანი, სანე... არ არსებობს ტურნირი, სადაც გერმანია ფავორიტი არ იყოს. ევროპის ჩემპიონატი, გერმანელთა საყვარელი ტურნირია, ასე რომ იცოდეთ ევრო2016 წელს ყველაზე მინიმუმ ნახევარფინალში ითამაშებს, მაქსიმუმი ჩემპიონობაა...“ მიხეილ მაჭავარიანი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი: „ევრო 2016-ზე ესპანეთს ვგულშემატკივრობ. იმედი მაქვს, მოქმედი ჩემპიონი ტიტულს შეინარჩუნებს“. მიხეილ გიორგაძე: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი: „გერმანიას ვგულშემატკივრობ. როგორც ყოველთვის ახლაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, იმედი მაქვს ტურნირის გამარჯვეული გახდება“. დავით ბაქრაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი: „ინგლისს ვგულშემატკივრობ და იმედი მაქვს, რომ სერიოზულ შედეგს მიაღწევენ“. ლევან ბერძენიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი: „საერთოდ ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ევროპაზე ფრანგებთან მაქვს საქმე. ყოველთვის საფრანგეთს ვგულშემატკივრობ ხოლმე, თუმცა ტრადიციულად ვერ იგებს. წელს ერთ-ერთი ფავორიტია, ხშირად ითვლება ხოლმე ფავორიტად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ იგებს. გამიხარდება თუ დაირღვევა ეს ტრადიცია. ვფიქრობ, რომ ამ ჩემპიონატზე სერიოზული შეჯახება იქნება. გერმანიას ძლიერი გუნდი ჰყავს, საფრანგეთს ძლიერი გუნდი ჰყავს, იტალია ყოველთვის ანგარიშგასაწევია, მაგრამ ამავე დროს არის გუნდები, რომლებსაც სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. ძალიან ბევრი მოულოდნელობაა დასაგეგმი. მით უმეტეს მას შემდეგ როდესაც ვნახეთ როგორ შეიძლება წააგოს ესპანეთმა საქართველოსთან. თან ამ ყველაფერს ახლავს ძალიან მძიმე შეგრძნება იმის, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება მოხდეს, ამიტომ ძალიან არის გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები. ეს ყველაფერი თავის გავლენას მოახდენს. რა თქმა უნდა ჰოლანდია ევროპის ჩემპიონატს დააკლდება. მე ვფიქრობ, რომ რაღაც მექანიზმი უნდა იყოს შემოღებული, რომ ასეთი გუნდები აუცილებლად მონაწილეობდნენ ევრო 2016-ზე. დანარჩენებმა საკვალიფიკაციო ეტაპი აგაიარონ“. კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე: „იტალიას ვგულშემატკივრობ, ვიმედოვნებ გაიმარჯვებს“. ვიქტორ დოლიძე, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი: „1982 წლიდან იტალიას ვგულშემატკივრობ. ვერ ვღალატობ. იმის მიუხედავად, რომ დღეს შესაბამის ფორმაში არ არის მაინც ვერ ვღალატობ. ვნახოთ რას იზამს. შანსებს რაც შეეხება, იტალიას ჩემპიონობის მინიმალური შანსი აქვს. ბელგია ძალიან ძლიერია, ესპანეთმა საქართველოსთან კი წააგო, მაგრამ ესპანეთი ტრადიციულად ძლიერია. გერმანიას ჰყავს ძალიან ძლიერი გუნდი. თუმცა იტალიას მაინც შეუძლია გარკვეული წარმატების მიღწევა, ისეთი გუნდია გაძვრება ხოლმე და ფინალამდე აღწევს. მე 30%-იან შანსს მივცემდი, მეტს არა“. გიორგი ახვლედიანი, „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი: „1986 წლიდან მოყოლებული არგენტინის გულშემატკივარი ვარ. ევროპაში ტექნიკურ გუნდებს ვგულშემატკივრობდი ხოლმე, არ მიყვარს ტოტალური და ფიზიკურ ძალაზე დამყარებული ფეხბურთი. მიყვარს შემოქმედებითი და იმპროვიზაციაზე დამყარებული ფეხბურთი. ასეთი ფეხბურთი სამხრეთ ამერიკულია. რაც შეეხება ევროპას ასეთ ფეხბურთს ოდითგანვე პორტუგალიელები და ესპანელები თამაშობდნენ, თუმცა ეუსებიო აღარ თამაშობს პორტუგალიაში და შესაბამისად ვერც ასეთი ფეხბურთით დაიკვეხნის. ახლა უფრო ესპანელების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მის განსაკუთრებულ გულშემატკივრად არ ვითვლები. ზოგადი დაკვირვებით, ფავორიტად საფრანგეთს მივიჩნევ. გარკვეული შანსები აქვს იტალაიასაც. ესპანეთიც ფავორიტად უნდა ჩავთვალოთ. გასათვალისწინებელია შიდა საკლუბო ჩემპიონატიც, ამ მხრივ ესპანეთი საუკეთესოა. გერმანელებისა და ინგლისის ნაკრების გამოთიშვაც არ შეიძლება“. სოსო ვახტანგაშვილი, „ეროვნული ფორუმის“ წევრი: „ესპანეთის გულშემატკივარი უფრო ვარ. ევროპაში ესპანეთს ვგულშემატკივრობ, მსოფლიოში - არგენტინას. ვფიქრობ, რომ სერიოზული შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნოს. მე ვფიქრობ, რომ ამ ჩემპიონატზე გაეცემა კითხვას პასუხი, საით მიდის ფეხბურთი, როგორ ვითარდება. ესპანური ტექნიკური ფეხბურთი დაწინაურდება თუ იტალიური კატენაჩო. ალბათ ერთ-ერთი ეტაპობრივი მაჩვენებელი იქნება“. დავით ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი: „ფეხბურთი კი მიყვარს, მაგრამ გამორჩევით საყვარელი უცხოური გუნდი არასდროს მყოლია. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზეც იმ გუნდებს ვგულშემატკივრობდი ხოლმე, რომლის თამაშიც მომეწონებოდა. ამასობაში შვილები წამომეზარდნენ და ისე მოხდა რომ უფროსი ბიჭი საფრანგეთის გუშემატკივარია, უმცროსი გოგო კი ბრაზილიის და ბოლო დროს მათი ხათრით ამ ნაკრებებს ვგულშემატკივრობ ხოლმე. ისევე როგორც კლუბებში შესაბამისად, არსენალს და ბარსელონას. ასე, რომ ამ ჩემპიონატზე, საფრანგეთს ვგულშემატკივრობ“. გიორგი ვაშაძე, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე: „ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ჰოლანდიას ვგულშემატკივრობდი ყოველთვის. ჩვენი ფერებიც ჰგავს ერთმანეთს. ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსი“ „მილანის“ ფინალი რომ იყო, 90-იანი წლების დასაწყისში, მაშინ ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა „აიაქსს“, რომელიც ფაქტობრივად ჰოლანდიის ნაკრები იყო. კლუივერტის, ძმები დე-ბურების თაობის ჰოლანდია მომწონდა ძალიან. ჰოლანდია ყოველთვის ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, მერე ერთ მატჩს ჩააგდებს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ჩემპიონი ვერ გახდეს. სამწუხაროდ წელს არ არის ჰოლანდია, ამიტომ ესპანეთს ვუგულშემატკივრებ. საქართველო რომ იყოს მაშინ ეს კითხვაც არ გაჩნდებოდა“. მერაბ მეტრეველი, „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი: „ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ სხვა ქვეყნის გუნდს რატომ უნდა ვუგულშემატკივრო ვერ ვხვდები. ვგულშემატკივრობ მხოლოდ ბედკრული საქართველოს ნაკრებს. ჩემპიონატის მსვლელობისას, რომელიმე გუნდმა თუ მაოხდინა ჩემზე შთაბეჭდიელბა, შეიძლება გამიჩნდეს სიმპატიები. მაგრამ ისიც მხოლოდ ამ ჩემპიონატის ფარგლებში ვერასდროს ვხვდებოდი. ზოგი გერმანიის ფანკლუბის წევრი რომ ხდებოდა, ზოგი ესპანეთის დ ა ასე შემდეგ. არ მესმსის და მომკალი. რაც შეეხება ევრო 2016-ს, ჩემპიონატისგან ველოდებ კარგ სანახაობას“. ელისო ჩაფიძე, „ქართული ოცნების“ წევრი: „ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებებს ვგულშემატკივრობ. იმედი მაქვს ფინალში ეს გუნდები ითამაშებენ“. ანი მიროტაძე, „ეროვნული ფორუმის“ წერვრი: „იტალიას ვგულშემატკივრობ. იმედი მაქვს იტალიის ნაკრები გაიმარჯვებს. იმის მიუხედავად, რომ წელს საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არის, გამარჯვების იმედი მაინც მაქვს“. P.S. ევროპის ჩემპიონატი წელს განსხვავებულ რეჟიმში გაიმართება. ტერორიზმის საფრთხეებიდან გამომდინარე უსაფრთხოების ზომები უპრეცენდენტოდ გაძლიერებულია. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება. ფეხბურთის გულშემატკივარს კი სანახაობრივ ჩემპიონატს ვუსურვებთ. იაგო ნაცვლიშვილი
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)