14:09 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 16:58:20, 524 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადური 13-14 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, მწუხარება გამოთქვა დატრიალებული ტრაგედიის გამო და მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მომავალში ასეთი ტიპის კატასტროფები თავიდან იქნას აცილებული.

როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, გასულ წელს, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და სალიკვიდაციო ხარჯების დასაფინანსებლად, გახსნილი იყო სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.

„გასული წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, ბიზნესსექტორმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უპრეცედენტო ერთიანობის მაგალითი აჩვენეს. პირველად გაკეთდა ისე, რომ თანხა ჯერ ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, მობილიზებული იქნა 90 მილიონი, ხოლო შემდეგ, გადაეცა თბილისის ბიუჯეტს და შესაბამისად, დაფინანსდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები. ასე რომ, სახელმწიფომ გარდა იმისა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან და სარეზერვო ფონდიდან გამოყო თანხები, ასევე, ორგანიზება გაუკეთდა იმას, რომ შემოწირულობები, მათ შორის, კერძო შემოწირულობები შემოსულიყო ბიუჯეტში და უფრო გამჭვირვალედ დახარჯულიყო", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

სამინისტრომ, ასევე, გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელთა მდგომარეობა და ყველა იმ გადამხდელს, რომელმაც ვერ მოახერხა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენა და გადასახადების გადახდა, მოუხსნა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციები.

ფინანსთა სამინისტრო, ასევე, აქტიურად იყო ჩართული დონორ ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პროცესში, რათა პარტნიორების მხრიდან საქართველოს დროულად მიეღო დახმარება როგორც ფინანსური და ტექნიკური კუთხით, ასევე ექსპერტული მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics