03:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 13:38:37, 728 ნახვა

პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტის გამო, პარლამენტში ე.წ. გერმანულ მოდელს დღეს აღარ განიხილავენ

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე  პირველი მოსმენით აღარ განიხილავენ. მიზეზი  საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების არ გამოცხადებაა. ისინი კვლავ  ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი ფრაქციის "რესპუბლიკელების" წევრმა დავით ბერძენიშვილმა საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის თაობაზე განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, როცა " ნაციონალური მოძრაობა" სამართლიანი, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის მიღების შესაძლებლობაზე უარს აცხადებს. ბერძენიშვილის განმარტებით, ე.წ. გერმანული მოდელის საკითხი მომდევნო სხდომის დღის წესრიგში გადაინაცვლებს:

"ველოდებოდით "ნაციონალურ მოძრაობას", არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ან მოფრინავენ ქუთაისიკენ, ან მოჯირითობენ ფეხმარდი ცხენებით. მოკლედ, ისინი არ მოდიან. ძალიან სამწუხაროა და რეალურად, "ნაციონალური მოძრაობა" უარს ამბობს სამართლიანი, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის მიღების შესაძლებლობაზე. კარავშია კაცი ოდესაში, ეტყობა მისი მძევლები  არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები,  ძალიან სამწუხაროა.  ამიტომ,  დღევანდელი  დღის წესრიგიდან  ვხსნით ამ საკითხს და როგორც სხვა საკითხები,  გადავა მომდევნო სხდომის დღის წესრიგში",-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ცვლილებები, საარჩევნო კოდექსში შედის. ე.წ. გერმანული მოდელი ერთპალატიან პარლამენტში მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების ერთობლიობას ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა გულისხმობს 50%-ის პროპორციულ სისტემით არჩევას და მეორე 50%-ს-მაჟორიტარულით. გამოდის, რომ გამარჯვებული პარტია დაახლოებით 25%-ით მეტ მანდატს იღებს, ვიდრე მან მიიღო ამომრჩევლის ნდობის თვალსაზრისით. არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გერმანული მოდელი სწორედ ამ უთანაბრობას არეგულირებს.

კერძოდ, გერმანული მოდელის შემთხვევაში ნარჩუნდება ერთმანდატიანი ოლქები და პროპორციული სისტემა იმავე ერთპალატიან პარლამენტში,  მაგრამ მანდატები ნაწილდება პროპორციულში მიღებული ხმების შესაბამისად. მაგალითად, თუ 150 წევრიან პარლამენტში კონკრეტულმა პარტიამ მიიღო 40%, დაახლოებით 30 მანდატი და მოიგო მაჟორიტართა გარკვეული რაოდენობა, დავუშვათ 73 ოლქიდან მოიგო 40,  ეს იმას ნიშნავს, რომ 40% დაახლოებით 30 მანდატს გულისხმობს, გერმანული მოდელის თანახმად, ამ მანდატებს პირველ რიგში ავსებენ გამარჯვებული მაჟორიტარები, ხოლო შემდგომ 60 მანდატამდე ივსება პროპორციული სიით, ანუ პროპორციულიდან გადმოდის არა 30 მანდატი როგორც ეს ხდება დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით, არამედ მხოლოდ დამატებით 20 მანდატი.  მთლიანობაში კი,  60 მანდატი იქნება უზრუნველყოფილი.

საკანონმდებლო პაკეტი ინტერპარტიულმა ჯგუფმა  მოამზადა,  რომლის ინიცირებაც ფრაქცია  ,,რესპუბლიკელების" მიერ მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics