2016-06-10 13:19:56, 626 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად ანა დოლიძე, ნონა თოდუა და თამარ ლალიაშვილი წარადგინა.
ანა დოლიძეს მხარი 35-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო; თამარ ლალიაშვილი - 27 მომხრე - 2 წინააღმდეგი; ნონა თოდუა 22 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.
ხმების ეს რაოდენობა მოსამართლეობის კანდიდატურების დასამტკიცებლად საკმარისი არ არის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან