|
2016-06-10 12:47:24, 1293 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამამ ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლებლობების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლებლობების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სააგენტო Reuters პენტაგონსი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბარაკ ობამამ “თალიბანის” წინააღმდეგ ბრძოლაში ავღანეთის ძალების დასახმარებლად მიიღო. როგორც Reuters წერს, უფლებამოსილების გაზრდის შედეგად შესაძლოა, ავღანეთში ამერიკული ავიაციის უფრო აქტიური გამოყენება მოხდეს. თეთრი სახლის ამ გეგმებს ავღანური ძალების წარუმატებლობას უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში "თალიბებმა" ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რამდენიმე რაიონი დაიკავეს. ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობას კვლავ არ მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ავღანეთიდან ნატო-ს ძირითადი კონტინგენტი 2014 წლის ბოლოს გაიყვანეს. თუმცა ქვეყანაში “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში ამ დრომდე დაახლოებით 12 ათასი ამერიკელი სამხედრო რჩება, ასევე ნატო-ს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები, მათ შორის ქართველი სამხედროებიც.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)