|
2016-06-10 12:35:06, 589 ნახვა
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის შეწყვეტას არ აპირებს
საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს პარლამენტის დღევანდელ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები, ფრაქცია "რესპუბლიკელები", იმედოვნებენ, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს შეწყვეტს და პლენარულ სხდომას დაესწრება. თუმცა, ირკვევა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. როგორც პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მათი მოთხოვნა, ხელისუფლებას კორცხელში მომხდარ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მოეხდინა, არ შესრულდა. მისივე თქმით, "რესპუბლიკელებს" "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის სურვილი რომ ჰქონდეთ, კორცხელში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ეფექტურ გამოძიებას უფრო აქტიურად მოითხოვდნენ: "მე მგონი, ძალიან ნათლად ვთქვით, როდესაც ბოიკოტის შესახებ გავაკეთეთ განცხადება, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო, მთავრობას ადეკვატური რეაგირება მოეხდინა იმ თავდასხმაზე, რაც განხორციელდა კორცხელში. სამწუხაროდ, ასეთი რეაგირება არ ყოფილა. "რესპუბლიკელებს" თავად სამი მინისტრი ჰყავთ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეც "რესპუბლიკელია" და მათ რომ ჰქონდეთ სურვილი იმისა, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა, უფრო აქტიურად შეუძლიათ მოითხოვონ, რომ რაღაც უფრო ქმედითი და ეფექტური გამოძიება შედგეს ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. კარგად იცით ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო პროკურატურამ, შუამდგომლობით შევიდა გირაოთი, ასევე საერთოდ არასწორი მუხლებით მიდიოდა გამოძიება, ძალიან მსუბუქი მუხლებით, რადგან ცხადია, რომ თავად ხელისუფლების დაკვეთაა ეს თავდასხმა. შესაბამისად, არ უნდათ, რომ თავად გამოვლინდნენ როგორც დამკვეთები და შემსრულებლები არ დასაჯონ შესაბამისად. ჩვენი მოთხოვნა იყო ის, რომ ეს ადამიანები დასჯილიყვნენ ადეკვატურად, რაც არ მოხდა და სწორედ ამას უკავშირდება ჩვენი ბოიკოტი და არა იმას, ამა თუ იმ კენჭისყრაში მივღებთ, თუ არ მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის ვაქტიურობდით საპარლამენტო საქმიანობაში მაშინ, როდესაც უმრავლესობის წევრები არ ესწრებოდნენ ხოლმე თავიანთი უმრავლესობის მიერ გამოტანილი კანონპროექტების განხილვას. არ შემიძლია არ ვახსენო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის განხილვა, რომელიც 15 საათი გაგრძელდა და მომხსენებლის გარდა იშვიათად თუ იყო ხოლმე რომელიმე უმრავლესობის წარმომადგენელი საერთოდ დარბაზში, მაშინ, როცა ჩვენ ძალიან ვიაქტიურეთ იმიტომ, რომ უმნიშვნელოვანესი კანონი იყო ჩვენი აზრით და ზოგადად ძალიან აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება პირდაპირ თავს ესხმის ოპოზიციას, ღიად, დღისით, მზისით და ვიცით პირდაპირ, ვისი დაკვეთით ხდება ეს და შემდეგ არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ, ასეთ რეჟიმში უბრალოდ არ შეგვიძლია, რომ ამ ფარსში მივიღოთ მონაწილეობა, საპარლამენტო ცხოვრებაში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ "ქსპრესნიუსთან" საუბარში. ე.წ. გერმანული მოდელი ერთპალატიან პარლამენტში მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების ერთობლიობას ითვალისწინებს. დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა გულისხმობს 50%-ის პროპორციულ სისტემით არჩევას და მეორე 50%-ს-მაჟორიტარულით. გამოდის, რომ გამარჯვებული პარტია დაახლოებით 25%-ით მეტ მანდატს იღებს, ვიდრე მან მიიღო ამომრჩევლის ნდობის თვალსაზრისით. არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გერმანული მოდელი სწორედ ამ უთანაბრობას არეგულირებს. კერძოდ, გერმანული მოდელის შემთხვევაში ნარჩუნდება ერთმანდატიანი ოლქები და პროპორციული სისტემა იმავე ერთპალატიან პარლამენტში, მაგრამ მანდატები ნაწილდება პროპორციულში მიღებული ხმების შესაბამისად. მაგალითად, თუ 150 წევრიან პარლამენტში კონკრეტულმა პარტიამ მიიღო 40%, დაახლოებით 30 მანდატი და მოიგო მაჟორიტართა გარკვეული რაოდენობა, დავუშვათ 73 ოლქიდან მოიგო 40, ეს იმას ნიშნავს, რომ 40% დაახლოებით 30 მანდატს გულისხმობს, გერმანული მოდელის თანახმად, ამ მანდატებს პირველ რიგში ავსებენ გამარჯვებული მაჟორიტარები, ხოლო შემდგომ 60 მანდატამდე ივსება პროპორციული სიით, ანუ პროპორციულიდან გადმოდის არა 30 მანდატი როგორც ეს ხდება დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით, არამედ მხოლოდ დამატებით 20 მანდატი. მთლიანობაში კი, 60 მანდატი იქნება უზრუნველყოფილი. საკანონმდებლო პაკეტი ინტერპარტიულმა ჯგუფმა მოამზადა, რომლის ინიცირებაც ფრაქცია ,,რესპუბლიკელების" მიერ მოხდა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)