2016-06-10 11:01:34, 662 ნახვა
საზოგადოება
წვიმის შედეგად ლეჩხუმის ქუჩაზე დამცავი კედელი ჩამოიშალა
წვიმის შედეგად ლეჩხუმის ქუჩაზე დამცავი კედელი ჩამოიშალა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დიდი რაოდენობით მიწის მასის ჩამოსვლის გამო ოთხ ოჯახს გადაადგილების შესაძლებლობა შეეზღუდა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
გზის მეორე მხარეს დარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას მაშველებმა გამოიყვანეს.
დილიდან კი, როგორც მუნიციპალიტეტში განაცხადეს, დროებით თავშესაფარს მოუძებნიან.
დღესვე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები შემთხვევის ადგილზე. ასევე იგეგმება თანხის გამოყოფა დამცავი კედლის გასამაგრებლად.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან