2016-06-09 23:31:26, 566 ნახვა
სპეციალური ანონსი
10 ივნისის სპეციალური ანონსი
10 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმროში „ბეტსი“, მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმის შემდგომი შეხვედრა გაიმართება.
მის: კ. მაყაშვილის ქ. 32-34
10 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. სფფ-ს რიგით XXVI ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;
2. საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის ფორმატის და დებულების შესახებ.
10 ივნისს, 11:00 საათზე, ჯანდაცვის მედია სკოლაში, ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით პირველ შეხვედრას გამართავს დოქტორი ანდრე ვაისმანი, ცნობილი მეცნიერი, რომელმაც ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნების უახლესი ANR მეთოდის (აქტიური ნეირო-რეგულაცია) საშუალებით, მსოფლიოში 23 ათას ადამიანზე მეტი განკურნა.
10 ივნისს, 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია C ჰეპატიტის პირველ სერვის-ცენტრს გახსნის.
მის: ფალიაშვილის ქ. #110
10 ივნისს, 12:00 საათზე, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში გაიმართება ცნობადობის ამაღლების სემინარი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ.
მის.: ფოთი, 26 მაისი ქ. №9
10 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
10 ივნისს, 12:30 საათზე, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხელოვნების სასახლის დირექტორს გიორგი კალანდიას და მუზეუმის თანამშრომლებს „ევროპა ნოსტრას“ „განსაკუთრებული აღიარების“ ჯილდოს მოპოვებას მიულოცავს.
10 ივნისს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ( WHO/Euro) ეგიდით, ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის მე-8 შეხვედრა გაიმართება
10 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
ექსპო ჯორჯია, მე-3 პავილიონი
საკონტაქტო პირი ნინი მთვარაძე - 598 141 151
10 ივნისს 13:00 საათზე, თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ფეხბურთის ფედერაციის და ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება თბილისის თასის საფინალო მატჩი ფუტსალში U16.
მის: ი. ვეკუას N 6, ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზი
საკონტაქტო პირი ზურა აბსიანიძე - 595042424
10 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში კენ უოლში ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
10 ივნისს, 15:00 საათზე, მეცნიერებათა აკადემიაში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, რევაზ სირაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება.
მის: რუსთაველის გამზ. # 52
10 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების N2
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან