01:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 22:11:58, 460 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი გვარამიაზე: თუკი ჩემი იუსტიციის მინისტრობით არის უბედური, ეს მხოლოდ გამიხარდება

"თუკი ჩემი იუსტიციის მინისტრობით არის უბედური, ეს მხოლოდ გამიხარდება" - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მისამართით ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ის ნიკა გვარამიას "სერიოზულ პერსონაჟად" არ აღიქვამს, მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" სამაგალითოდ გამჭვირვალე არჩევნებს ჩაატარებს, რომელშიც "ნიკა გვარამიას პარტიას" და „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიასაც ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა.

"ნიკა გვარამიას არ მივიჩნევ სერიოზულ პერსონაჟად, მაგრამ თუკი ჩემი იუსტიციის მინისტრობით არის უბედური, ეს მე მხოლოდ გამიხარდება. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში შევქმენით 180-ზე მეტი კანონი და რეალურად კანონის ძალით ვაშენეთ ის პროგრესული პროცესი, რომელიც გაგრძელდება, რაც გვარამიას გუნდის 9 წლის მმართველობის შემთხვევაში ვერ გახდა შესაძლებელი. ეს არ არის 90-იანი წლების ხელისუფლება, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, კანონებით პოლიტიკურ სტაბილურობას ამ ქვეყანაში.  ეს ხელისუფლება, ეს მთავრობა,  რაც არ უნდა იყოს მათი დიდი სურვილი, არ ჩამოიშლება. უფრო მეტიც,  ჩვენ ჩავატარებთ სამაგალითოდ გამჭვირვალე არჩევნებს, რომელშიც ნიკა გვარამიას პარტიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიასაც ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა და ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა დარჩეს ან არ დარჩეს ხელისუფლებაში”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics