01:38 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 17:51:15, 570 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს პირისპირ შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ეფექტიანად შეასრულა ყველა ვალდებულება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების გზით.

ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ევროპული  საბჭოსა და ევროპარლამენტში განხილვისას, საქართველო ელის მის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესაბამის მიდგომას. საქარათველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დაწყებული პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, ჩვენი ქვეყანა მტკიცედ ერთგული რჩება, რათა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.

შეხვედრისას ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების შედეგად ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელებული მკვლელობის ფაქტის გამო. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა, გუშინ სოფელ ავლევის მიმდინარე ტერიტორიაზე, ეგრეთწოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით. საქარათველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ადგილზე ჩართულობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად და ძირითად გარანტორად რჩება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics