01:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 17:44:37, 522 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებას

ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას,  აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველო გახდა თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა.  „ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია, რომ ეხმარებოდა საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში. ჩვენ ასევე ამაყი ვართ იმ მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში საქართველო იყო  აშშ-ის მტკიცე პარტნიორი ერაყსა და ავღანეთში".

ელისა სლოტკინმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ იგი პატივს მიაგებს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს მშვიდობის განმტკიცებისთვის ბრძოლის საქმეში.

აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებას. „ჩვენ ვმუშაობთ ქართული არმიის გაძლიერებასა და საკვანძო რეფორმების გატარებაზე."

ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. მიღებას 900-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე. აშშ-ს მხრიდან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს  სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics