22:29 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 16:36:42, 974 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: პირველ კვარტალში ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა

პირველ კვარტალში  ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე  მეტი  ინვესტიცია შემოვიდა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქსტატის მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 103%-ით არის  გაზრდილი.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, ციფრები ჩვენებს, თუ როგორი კეთილგანწყობილია ბიზნესი.

„წინა წელთან შედარებით  პირველი კვარტლის მონაცემებით, ინვესტიციები 103%-ით არის  გაზრდილი. პირველ კვარტალში  ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე  მეტი  ინვესტიცია შემოვიდა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა რომ,  ჩვენ პრაქტიკულად ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, ბიზნესის აღქმა არის ძალიან სწორი და დადებითი. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შესაბამისად წლევანდელ წელს ჩვენ გვექნება ძალიან კარგი მონაცემები,  ამ ყველაფრის დამადასტურებელი რა თქმა უნდა  პირველი კვარტლის ინვესტიციებია, რომელიც 2008 წლის მერე ყველაზე დიდი რიცხვია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიციების მოცულობამ  376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც  2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

„2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე. 2016 წლის აღნიშნული მაჩვენებელი 21.6 პროცენტით აღემატება 2014 წლის 1 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემს, რაც უკანასკნელი წლის უმსხვილესი მაჩვენებელია.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის I კვარტალში 79 პროცენტი შეადგინა. 

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი:
1.ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის და 200 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53 პროცენტი), რაც 2015 წლის 1 კვარტალთან შედარებით 36.9%-იანი მატებაა;
2. საფინანსო სექტორი: 58 მლნ აშშ დოლარი (2015 წელს პირველ კვარტალში იყო მინუს 4 მლნ აშშ დოლარი);
3. ენერგეტიკის სექტორი სადაც 2016 წლის პირველ კვარტალში 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა რაც 90% პროცენტით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია - 137 მლნ აშშ დოლარი აზერბაიჯანიდან განხორციელდა (მთლიანი ინვესტიციების 36%), მეორე ადგილზეა თურქეთი - 57 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 15%), ხოლო მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს - 44 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 12%)“,- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics