01:35 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 14:31:16, 553 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი: კორცხელის ინციდენტი იძულებით ნარკოტესტირების კანონპროექტზე სერიოზული პრობლემაა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, კორცხელში მომხდარი ინციდენტი გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე იძულებით ნარკოტესტირების კანონპროექტი და ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის საქმეს აკეთებს.

"კორცხელის ინციდენტი გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას. აქ არ არის საუბარი იმ მოძალადეებზე, რომელთაც გირაო შეეფარდათ. ეს ადამიანები კორცხელში ჩამოსვლას თავად არ დაგეგმავდნენ - მათ კანდიდატის გვარიც კი არ იცოდნენ. ისინი მოამზადეს და ზუსტად უთხრეს რა უნდა გაეკეთებინათ. ჩვენ ამ ხალხის ციხეში ჩასმა ყველაზე ნაკლებად გვინდა, ჩვენ გვინდა ვინც მისცა მათ ეს დავალება და ვინც ამ ჯგუფს ამზადებდა, სწორედ ამ ადამიანმა აგოს პასუხი. ეს ოპოზიცია, მგონი, უნდა ხვდებოდეს, რომ ეს დამნაშავეები თუ არ დაისაჯნენ, როგორი ტიპის არჩევვნებში მოუწევთ მონაწილეობის მიღება.

მე ვფიქრობ, აქ უფრო მეტი სოლიდარობა უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მე მესმის, რომ “ნაციონალური მოძრაობაა“ დღეს „ქართული ოცნების“ მთავარი ოპონენტია, მაგრამ ეს შეეხება ყველას თუ ხელისუფლებამ მსგავსი არჩევნების ჩატარება განიძრახა. ეს მანქანა მათ თავზეც გადაივლის", - განაცხადა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას მიხეილ მაჭვარიანმა.

შეგახსენებთ, რომ იძულებითი ნარკოტესტირების აკრძალვასთან დაკავშირებით დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ წარდგენილ ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მიღებას 9 ხმა დააკლდა.მომხრე იყო 41, წინააღმდეგი -  9, კანონის მისაღებად კი 50 ხმა იყო საჭირო. "ნაციონალური მოძრაობა" კი ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და პარლამენტის სხდომებს არ ესწრება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics