00:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 11:40:12, 606 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ენერგეტიკულად რუსეთზე მძიმედ დამოკიდებული არ ვართ

ენერგეტიკის თემაზე მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს კითხვა დაუსვა.

კანდელაკის თქმით, პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში ძალიან ოპტიმისტური სურათი დახატა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ენერგეტიკაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია.

ამასთან, კანდელაკმა პრემიერს სთხოვა, კონფერენციის მონაწილეებისთვის „გაზპრომთან“ დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია მიეწოდებინა.

საპასუხოდ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ მხოლოდ ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი, ხელისუფლებამ ხელშეკრულება უკეთესი პირობებით აზერბაიჯანულ „სოკართან“ გააფორმა, რაც საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს.

პრემიერის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.

„სამწუხაროდ, უნდა გამოვიყენო ტერმინი, პოლიტიკური სპეკულაციები იყო ეს ყველაფერი. „გაზპრომთან“ დაკავშირებით, ეს არ არის სწორი. ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორად აზერბაიჯანთან, შევავსეთ გარღვევა, რომელიც გვქონდა ბუნებრივი აირის მოთხოვნაზე. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ რუსეთზე მძიმედ დამოკიდებული არ ვართ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან კანდელაკის კითხვიდან გამომდინარე ასევე რუსულ პროპაგანდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, პრემიერის თქმით, სკეპტიციზმი საქართველოს რუსეთზე შესაძლო დამოკიდებულებაზე ენერგომატარებლების მიწოდების თვალსაზრისით, არასწორია.

„რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის ვრცელდება საქართველოშიც, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვქონდეს მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინტერესებთან დაკავშირებით და საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რუსულ ინვესტიციებს, შემოდინებებს ენერგომატარებლებთან დაკავშირებით წარსულში უფრო მეტად ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics