14:59 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 22:10:30, 523 ნახვა

სპეციალური ანონსი
9 ივნისის სპეციალური ანონსი

9 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და თბილისში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას

9 ივნისს, 10:30 საათზე, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის ბრალდებების საპასუხოდ ბრიფინგს გამართავს.

მის. ჟ. შარტავას 7, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 

9 ივნისს, 11:00 საათზე,თბილისის მერი ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შეაჯამებს და ჟურნალისტებს ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს გააცნობს.
თბილისის ზოოპარკი
საკონტაქტო პირი ნინი მთვარაძე - 598141151 

9 ივნისს, 11:00 საათზე, გურჯაანში განახლებული სასამართლოს შენობა გაიხსნება, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის საბჭოს წევრები დაესწრებიან.
მის: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. #24, გურჯაანის რაიონული (საქალაქო) სასამართლო

9 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში, მედიკოსთა ხელშეწყობისა და პროფესიული განვითარების ფონდის (HDSF) და საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. 
მის.: გუდიაშვილის ქ. #7/10
საკონტაქტო პირი თამარ გედევანიშვილი - 599 30 36 36, 555 00 33 13

9 ივნისს, 11:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსებით, გერმანული საპროთეზო ცენტრის OttoBock-ის წარმომადგენლები ქართველ ამპუტანტ ვეტერანებს პროთეზების დასამზადებლად ზომებს აუღებენ. 
მის.: კეიდიას ქ. №7 (ყოფილი კახოვკა), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი 
საკონტაქტო ტელ: 568 00 14 14, 595 53 00 21

9 ივნისს, 11:30 საათზე, მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიკოსები გამართავენ პრესკონფერენციას ვანო კიღურაძის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერებათა აკადემიის არსებულ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას. 

9 ივნისს, 12:00 საათზე, ადამინის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სხდომა გაიმართება. 
მის: ქუთაისი, დარბაზი N304

9 ივნისს, 12:00 საათზე, მეცნიერებისა კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, დარბაზი N306

9 ივნისს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის ვიპ-დარბაზში, თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის დირექტორი თამარ გურჩიანი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე, სამხრეთ 
კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, ისრაელის საელჩოსა და პორტუგალიური ენის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან.

9 ივნისს, 13:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტის, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. 
მის: მინდელის ქ. N9

9 ივნისს, 13:00 საათზე, 21-ე საჯარო სკოლაში გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიმართება. 

9 ივნისს, 13:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: ქუთაისი, დარბაზი №301

9 ივნისს, 13.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელსაც ზურაბ ქარუმიძე გაუძღვება. 
საკონტაქტო პირი ნინო წითლანაძე - 593 75 03 49

9 ივნისს 13:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ ბიზნესმენი, სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ელიზბარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია 42-ე მუხლის წარმომადგენელი რუსუდან მჭედლიშვილი, დაზარალებული ხათუნა ელიზბარაშვილი და ადვოკატი ლადო სანიკიძე. 

თემა: 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები.

9 ივნისს, 15:00 საათზე, ”თიბისი“ ბანკის სათავო ოფისში ”ევროკავშირ–საქართველოს ბიზნეს საბჭო“ (EUGBC), ევროკავშირის დაფინანსებით გამართავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საკითხებზე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას. 
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7

9 ივნისს, 17:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდებიან. 
მის.: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი, ნინოშვილის ქ. #35
საკონტაქტო პირი ნინო ტალახაძე - 595 05 36 05

9 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ქართული შრიფტების კონკურსის „ქართული ა“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ”თიბისი ბანკის” პროექტის, #წერექართულად ფარგლებში ხორციელდება.
მის: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics