00:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 21:16:53, 549 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: საქართველო არსებითად ხელს უწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას

საქართველო არსებითად ხელს უწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ნატო-სთვის დასაფასებელი პარტნიორია.

„ქართველი ჯარისკაცები მხარ და მხარ დგანან ნატოსთან ერთად წლების განმავლობაში. გამორჩეულ როლს ასრულებენ ჩვენ ოპერაციებში. ამჟამად, საქართველო არის მესამე უდიდესი კონტრიბუტორი ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ამისთვის გიხდით უდიდეს მადლობას და ასევე ქართველ ხალხს ვუხდი მადლობას, საქართველოს მიერ ნატო-ს ოპერაციებში და მისიებში შეტანილი მტკიცე წვლილისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და ნატო-ს კიდევ უფრო დაუახლოვდა.

„საქართველომ განახორციელა შთამბეჭდავი თავდაცვითი რეფორმები და თქვენ დაამყარეთ უფრო მწიფე დემოკრატია.  ამდენად, საქართველო უფრო დაუახლოვდა ნატო-ს და ჩვენ მზად ვართ, ამაში დაგეხმაროთ. ბოლო ორი წლის მანძილზე, ჩვენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარვადგინეთ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. განხორციელებაც კარგად მიმდინარეობს. გასულ წელს თბილისში ვიზიტის დროს, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებამ. დაახლოებით ნატო-ს 30 ექსპერტი იმყოფება საქართველოში, რომლებიც თქვენ ქვეყანაში, თავდაცვის სფეროში, მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში გეხმარებიან და ამით მეტი წვლილი შემოაქვთ. ამდენად, ნატო ერთგული რჩება დაგეხმაროთ, რათა გააძლიეროთ უსაფრთხოება და განახორციელოთ რეფორმები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ალიანსის გენერალურის მდივნის განცხადებით, კარგია, როდესაც ქართველი ჯარისკაცები, ნატო-ს ჯარისკაცები და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში.

„ჩვენი ერთობლივი გადამზადების და შეფასების ცენტრი თბილისში კარგად მუშაობს. ასევე დაიწყო ერთობლივი წვრთნები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, როდესაც ქართველი ჯარისკაცები, ნატო-ს ჯარისკაცები და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში. ეს კარგია ჩვენთვის და კარგია ასევე საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს მიმართ და ჩვენი პარტნიორობის მიმართ ნატო-ში გამოხატული ძლიერი მხარდაჭერა. მომდევნო თვეში, ვარშავის სამიტზე ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ მხარდაჭერის პაკეტს საქართველოს მიმართ. რაც ნათელი დადასტურება იქნება ჩვენი ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics